რეგისტრირებული ფაქტები89988
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ნაოღალევის რაიონის გამომძიებელი ს. მესხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რომში გაზეთ „ტრიბუნის“ თანამშრომელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ევროპის პოლიტიკის ხელმძღვანელებთან და ერთა ლიგასთან მოლაპარაკების გამართვა საქართველოს „დე იურედ“ ცნობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 სექტემბერს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ იაკობ ღულაძეს სთხოვეს, რომ მასწავლებელ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილისთვის შეეთავაზებინა 18 გათავისუფლებული გაკვეთილის ჩატარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 სექტემბერს შრომის მინისტრის მოადგილის, ა. ბახტაძის თავმჯდომარეობით ფოთში გაიმართა „ჩემოს“ წარმომადგენლებისა და მარგანეცის მტვირთავი მუშების თათბირი. თათბირის მიზანი იყო მუშების ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობა" ოზურგეთის რაიონული კოლექტივის ს.ს.დ.მ.პ. კოლექტივის მოწინავე მუშაკის სამსონ საყვარელის ძე მენაბდის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ წერდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 სექტემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია პროვინციაში მოგზაურობას აპირებდა, რათა პირადად გასცნობოდა, როგორ მუშაობდნენ მართვა-გამგეობის ორგანოები, როგორ მიმდინარეობდა მთავრობის რეფორმები, რათა მოესმინა ხალხის მოთხოვნები. პირველი მარშრუტი დაახლოებით ასეთი იყო: თბილისი, სართიჭალა, სიღნაღი, გურჯაანი, წინანდალი, თელავ-ყვარელი, შემდეგი მოგზაურობა კი განზრახული იყო დუშეთისა და გორის მაზრებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით, ბაქოდან თბილისში სასწრაფო მატარებლით ჩამოვიდნენ აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ნარიმანოვი, საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი რწმუნებული კიროვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 სექტემბერს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი სწერს განათლების სამინისტროს, რომ მასწავლებელი სიმონ გაჩეჩილაძე თავს ანებებს სამსახურს.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ნაძალადევის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ჭეიშვილი 1920 წლის 1-ელი სექტემბრიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანებით, ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორი ქეთევან ღოღობერიძე განთავისუფლდა თანამდებობიდან თავისი თხოვნის თანახმად 1-ლი სექტემბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფერდინანდ ბეთანელი, ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი, ბათუმის ქალთა გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი სექტემბრიდან გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ სექტემბერს სემინარიის დირექტორ კირილე არველაძეს ბორჯომიდან მისწერეს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში.

