საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სვიმონ კლდიაშვილის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, სანდრო მაისურაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის 1 000 მანეთი და 1920 წელს გამოცემული საზოგადოების გამოცემების თითო ეგზემპლარი გადაეცათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოსაწვევად 100 000 მანეთის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მაისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ლანჩხუთში გაემგზავრა. მისი მოვალეობის შესრულება საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს დაევალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 მაისის დღესასწაულის ორგანიზება დამფუძნებელი კრების წევრ გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძეს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 მაისს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი გრიგოლ რცხილაძე კონსტანტინოპოლიდან თბილისში დაბრუნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს გამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“. პირველ ნომერში დაიბეჭდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის ტექსტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მას დართული ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა: პლ. გურიელის „ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა“, ა. შილაკაძის „ხელოვნების ისტორიიდან: (ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის გამო)“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას, მსოფლიო და ქართული ხელოვნების ზოგად განხილვას ეხებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 მაისს სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, იპილიტე ვართაგავა, თევდორე კიკვაძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალთა კავშირის შუამდგომლობა პოეტ ნოე ჩხიკვაძის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 მაისს სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო კომიტეტის წევრების – აკაკი გაბრიელის ძე შანიძის, გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანის, სერგი რომანოზის ძე გორგაძისა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის – ორგანიზებით ქართული ენის მცოდნეთა ყრილობა გაიხსნა. ყრილობის მიზანი სავალდებულო სალიტერატურო ქართულის ნორმების შემუშავება იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ მასწავლებელ ილია ხუხუას ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 23 მაისს სენაკში გაიმართულ მაზრის მასწავლებლების დელეგატთა ყრილობას დაესწრო 28 დელეგატი. მასწავლებელთა ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა გამგეობის წევრმა ნ. ლორთქიფანიძემ; უცენზო მასწავლებლებზე კი ლ. კეკელიამ.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 23 მაისს განიხილეს პატიმრების ცემაში ბრალდებული პავლე პეტრეს ძე რაზავისის საქმე, მას მიესაჯა 15 წლით საზოგადო ძალდატანებითი მუშაობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე და იპოლიტე ვართაგავა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ დევაძის თხოვნა მაღაზიის გამგის თანამდებობის დაკავების შესახებ. გამგეობამ მისი დროებით ნოქრად მიწვევა და თვიურად 4 400 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მაჭავარიანის მოხსენება დავით კასრაძის ნათარგმნი მორის მეტრლინკის პიესების შესახებ. გამგეობამ მათი დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის ჩაბარების აქტი განიხილეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის დროებითი გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა ჯამაგირის 7 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობა მას 2 000 მანეთით დაეხმარა, ხელფასის მომატებაზე კი უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ მაისს საზოგადოების ბალანსი 3 459 938. 77 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ აპრილში საზოგადოების შემოსავალი 376 653 მანეთი იყო, გასავალი – 352 220. 50 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია აღლაძის თხოვნა ოლღა ჭავჭავაძის ბინის დათმობის შესახებ. გამგეობამ დროებით ბინის ოლღა ჭავჭავაძის სახელზე დატოვება გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების 1919 წლის მოქმედებათა ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ქონების აღწერა, წევრთა სია და უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წლიური ანგარიში წარუდგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისა და სახელოსნოს იმ წლის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა.