რეგისტრირებული ფაქტები91151
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 22 სექტემბრის N118 ბრძანების თანახმად, 1-ელი ოქტომბრიდან ხაშურის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი კონსტანტინე გეგელიძე თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N115 ბრძანების თანახმად, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი ანტონ მუჯირი 1-ელი ოქტომბრიდან დაინიშნა ამავე გიმნაზიის დირექტორად. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის მასწავლებელი ამბროსი სვანიძე დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე 1-ლი ოქტომბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 2 ოქტომბრის N117 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ელი გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე 1-ლი ოქტომბრიდან დაინიშნა ხაშურის გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობაზე. დედანთან სისსწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული იოსებ გობეჩიას ცნობით, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს იმავე წლის შემოდგომაზე პარიზში გამოფენა უნდა მოეწყოთ.
1920
ტიპი: თანამდებობა
გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ამბროსი მებურიშვილის განცხადების თანახმად, გიმნაზიაში განმეორებითი გამოცდები და სწავლა 1920 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
გორის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა დაბალი სკოლების მთავარგამგის წინაშე, გორის სამაზრო ერობის სკოლების ინსპექტორის, ალექსანდრე გაჩეჩილაძის მეჯვრისხევის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის თაობაზე 1920 წ. I ოქტომბრიდან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ოქტომბრდან ალექსანდრე გრიგოლის ძე გაჩეჩილაძე მეჯვრისხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ოქტომბერში სამხედრო სასამართლოს პროკურორმა დ. მირიანაშვილმა ბრალდების ოქმი შეადგინა გიორგი მაზნიაშვილის, არტემ ჯიჯიხიას, პ. ნაზარეიშვილის, ნ. მამულაშვილისა და მ. კანდელაკის სახელზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 სექტემბერს განათლების სამინისტრო სწერს კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძეს, რომ 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან დანიშნულია თელავის ვაჟთა გიმნაზიაში ინსპექტორის თანამდებობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია ბათუმის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ოქტომბერში დავით კარიჭაშვილმა სენაკის წიგნის მაღაზიაში საჭირო სახელმძღვანელოები გაგზავნა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იულია არსენის ასული კობახიძე იყო ნატალია კობახიძის ქალიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ არსენის ასული კობახიძე იყო ნატალია კობახიძის ქალიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ივანე არსენის ძე კობახიძე იყო ნატალია კობახიძის ვაჟი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, აპოლონ არსენის ძე კობახიძე იყო ნატალია კობახიძის ვაჟი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, არსენ კობახიძე იყო ნატალია კობახიძის მეუღლე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში დაიდგმებოდა ოპერა „პიკის ქალი“. მონაწილეობდნენ: რისსი, ერმოლინსკაია, პანინა, ვიშემირსკაია-ცაგარელი, ოვსიანიკოვა, სარაჯიშვილი, დროზდო-პოლიაევი, თარხან-მოურავი, დემიანენკო, კურბატოვი, ეზროვი, ქურხული, ორლიუკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 სექტემბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, მარქსიზმის თეორეტიკოსს, კარლ იოან კაუცკის ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე საბახტარიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების სხვა წევრები დახვდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ მკითხველს აცნობებს, რომ 1920 წლის 30 სექტემბერს საოპერო სეზონი გაიხსნება ორიგინალური ქართული ოპერით „აბესალომ და ეთერი“, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, დადგამს ალექსანდრე წუწუნავა, იდირიჟორებს ავტორი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 30 სექტემბრიდან ქართული ენის მასწავლებელი მიხეილ გიორგაძე, თანახმად მისი თხოვნისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 სექტემბერს მომარაგების სამინისტროს საქმეთა მმართველი ე. ლოლაძე და საქმისმწარმოებელი ლ. ნ. ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრს, ნინო ნაკაშიძეს სწერდნენ, რომ სამინისტრო გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს ვერ დაეხმარებოდა ვერც პენსიით, ვერც საკვებით.

