რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 19 ოქტომბერს საქართველოში სტუმრად მყოფი საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები, თანმხლებ პირებთან ერთად ბორჯომში ჩავიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო თავდგირიძის პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის თეატრის მშენებლობა დაჩქარდა. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სამ-ოთხ თვეში ქალაქს თეატრი ექნებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას ქუთაისის გუბერნატორი, ფიოდორ გერშელმანი დახვდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის პოლიცმეისტერის თანაშემწედ დაინიშნა ბათუმის ყოფილი ბოქაული ბ. კახიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სომხური თეატრის მოყვარული დასის წევრი ქალები სატინიკ ჩიმიშკიანის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილეს აღნიშნვას გეგმავდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია, „რუსულ „ობზორს“ და ქართველ ნ. ნიკოლაძეს“.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბამ „სასოფლო გაზეთის“ ათი წლის იუბილე აღნიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ივანე კერესელიძის ლექსები დაიბეჭდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 21 თებერვლის „დროების“ ცნობით, 7 წლის განმავლობაში გიორგი წერეთელი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
1821
ტიპი: გარდაცვალება
1821 წლის 20 სექტემბერს შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი სიმონ გაფრინდაშვილი გარდაიცვალა.
1862
ტიპი: თანამდებობა
1862 წელს ილარიონ მარკოზის ძე წიქორიძე შუბანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810 წელს მარკოზ მათეს ძე წიქარიძე (წიქორიძე) შუბანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს მარკოზ მათეს ძე წიქარიძე (წიქორიძე) შუბანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ილარიონ მარკოზის ძე წიქორიძე შუბანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1917 წლებში კირილე ნიკოლოზის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.