საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გასულ საღამოს მუნიციპალიტეტში გაიმართა საგანგებო სხდომა დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა შენობა გაანათებინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ბევრი საინტერესო სიტყვა წარმოთქვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმრთელობის სადღეგრძელო წარმოთქვეს, რის შემდეგაც ათი საათისთვის იქიდან დადიანებთან გაიპარა ვახშამზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დადიანებთან გამართულ საახალწლო წვეულებაზე ცეკვა და მოლხენა შუადღემდე გაგრძელდა, ახალგაზრდებმა ქართულად და რუსულად მცირე პიესები წარადგინეს, თავად კი წვეულების ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „რისთვის გვიცნეს?“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის („რ. ინგილო“) წერილი „დიდია ეს დღე“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „საერთაშორისო ცნობა“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „ფრა-დიავოლო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, იუბილე გამართულიყო 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე მოწვეულ მწერლებსა და კრიტიკოსებს დაევალათ 15 თებერვლისთვის იუბილარის შესახებ მოხსენებებისა და წერილების მომზადება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მოქალაქე ნ. მარგიანისგან სვანეთიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს, 10 საათზე, საქართველოს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების სხდომაზე უნდა განეხილათ ქ. თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ამირხანოვის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გამგეობის 1918 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება ფეივი იანკელის ასული ვინურსკაიას გრიბოედოვის ქუჩის N13-ში მდებარე სახლიდან გაძევების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს, 10 საათზე, საქართველოს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების სხდომაზე უნდა განეხილათ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ევგენი ამირხანოვის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 23 თებერვლის დადგენილება ლეონტი ევანგულოვის, ალექსანდრე ფრიდონოვისა და ამბარდანოვის მიწის ნაწილის რეკვიზიციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში მისი ანტრეპრენიორის, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა გლუხოვცევის ოპერა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ გაიმართა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ნაციონალისტების ფრაქციის წარმომადგენელი გრიგოლ ვეშაპელი (გიორგი გვაზავას შემდეგ) სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დაშნაკელების ფრაქციის წარმომადგენელი გარეგინ ტერ-სტეფანიანი სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-რევოლუციონერების ფრაქციის წარმომადგენელი ლეო შენგელაია სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი სამსონ ფირცხალავა აკაკი ჩხენკელის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე ვრცლად ისაუბრა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპისა და მისი განსვენებული დის, მარჯორი უორდროპის საქართველოს სასარგებლოდ მოღვაწეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე აღნიშნა ხალხთა შორის ლიგის მნიშვნელობა, ევროპის მუშათა კლასის მეთაურები და მათ შორის ჰენდერსონი, რომელთაც დახმარება გაუწიეს საქართველოს საკითხის პოპულარიზაციაში.