რეგისტრირებული ფაქტები89989
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს ჭიათურაში აკაკი ჩხენკელმა წაიკითხა მოხსენება რუსეთის, ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც 17-ში უნდა წაეკითხა საჯარო მოხსენება, მეორე დღეს კი მოხსენებით გამოსულიყო ზესტაფონსა და ქუთაისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის წინადადებით მიიღეს მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების კანონის საბოლოო ტექსტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში გაემგზავრნენ რუსეთ-საქართველოს სამხედრო გარანტიათა შერეული კომისიის რწმუნებულები. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პ. კოსტანაშვილი გაიგზავნა და რუსეთიდან – ზარიანი. მათ უნდა დაეთვალიერებინათ საკონცენტრაციო ბანაკი და გაერკვიათ, რომელ დაკავებულს სურდა რუსეთში წასვლა. გაირკვა, რომ 500 დაკავებულიდან მხოლოდ 20-მა შეავსო საანკეტო ფურცელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მთავრობამ დეპეშა მიიღო ახალქალაქიდან, სადაც მრავალრიცხოვან მიტინგზე მოისმინეს ისიდორე რამიშვილის მოხსენება შინაური და საგარეო პოლიტიკის შესახებ, იწონებენ მთავრობის პოლიტიკას და გამარჯვებას უსურვებენ მას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის წლის 16 ივლისს ნოე რამიშვილი ავლაბრის მუშათა კლუბში მოწვეულ ს.ს.-დ მუშათა პარტიის წევრთა კრებას დაესწრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნ. არდიშვილის წერილი „დაეხმარეთ ინვალიდებს“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა ჟენევაში მიმავალი რუსეთის ინვალიდთა საზ-ის წარმომადგენლები. დენიკინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ისინი დაატუსაღეს და წაართვეს ინვალიდების მიერ შეგროვებული 900 გირვანქა სტერლინგი. რამდენიმე პირს დაებადა იდეა მათ სასარგებლოდ 19 ივლისს სომხურ კლუბში საღამო-კაბარე გაემართათ, რათა დახმარებოდნენ ევროპაში გასამგზავრებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს „ერთობაში“ გამოქვეყნდა გარე კახეთის საოლქო გვარდიის შტაბის განცხადება გვარდიიდან ბოროტმოქმედებისთვის სპირიდონ ესაიაშვილის, იმირონ სალთხუციშვილის, გიორგი დარისპანიშვილის, გიორგი შუბაშვილისა და გიორგი ცოფურიშვილის გაძევების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ხაშურში ფრონტის დამხმარე საზოგადოებას ბაბილინა ორჯონიკიძემ გადასცა 2 000 მან. სოფელ ტეზერში (კოშკის უბანი) ფრონტის დასახმარებლად გამართული წარმოდგენიდან და მადლობას უხდიდა მასში მონაწილე პირებს: ს. წეველიძისას, მ. ხარატაშვილისას, კ. კ. ორჯონიკიძისას, ბ. კ. ორჯონიკიძეს, ი. ტორტოლაძეს, ი. ორჯონიკიძეს, ნ. მესხიძეს, არ. ხარატიშვილს, არ. წეველიძეს, ყელაშვილს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს გამართულ დამფუძნებელ კრებაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ბიუჯეტის შესახებ მოხსენება წაიკითხა გრიგოლ გიორგაძემ, ესერების შეკითხვას კი გრიგოლ ცინცაძემ უპასუხა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს, დილის 10 სთ-ზე ბათუმში კონსტანტინეპოლიდან ინგლისის ესკადის ადმირალი ხოპი ჩამოვიდა. ინგლისის საზღვაო სარდლობის წარმომადგენელს მიეგება საპატიო ყარაული პოლკ. გეგელაშვილის, განსაკუთრებული კომისრის თანაშემწის გენ. ერისთავის და ინგლისში დანიშნული საქართველოს წარმომადგენლის, დ. ღამბაშიძის მეთაურობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანაშემწე ქარცივაძემ ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციულ დაწესებულებათა რევიზია ჩაატარა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, გიორგი კვიტაშვილის წერილი, რომელშიც იგი ონის გიმნაზიის მოსაწყობად გაღებული შეწირულობისთვის მადლობას უხდის შემდეგ პირთ: სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძეს, რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძეს, ალექსანდრე მიხეილის ძე ჯაფარიძეს, ვარლამ ლავრენტის ძე კანდელაკს, ალექსანდრე გიორგის ძე ბაქრაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ.) გაიმართება ლადო მაჭავარიანის საღამო. მონაწილეობენ: გრ. რობაქიძე, დუტუ მეგრელი, ვარ. რუხაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, ხარ. ვარდოშვილი, ივ. ყიფიანი, გრ. ცეცხლაძე, აკ. ბერეკაშვილი, ლ. მაჭავარიანი, თაგუნა, ნ. გოცირიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტროს საქმეების გამგე ილია გოლდმანი ბათუმში შრომის კომისარიატის მოსაწყობად გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმის პროფესიულმა ორგანიზაციებმა შრომის კომისრად აირჩიეს ა. წულაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიწყო სახალხო უნივერსიტეტის სარეორგანიზაციოდ არჩეული კომიტეტის სხდომები, რომელთა თავმჯდომარე იყო უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. გადაწყდა სწავლების სისტემის შეცვლა, სასწავლებლად საუკეთესო განათლებული ძალების მოწვევა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტიდან და სხვ. მსმენელები უმთავრესად მუშები უნდა ყოფილიყვნენ.

