საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93066

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ ქართულ არმიაში ივანე ციციშვილის სამხედრო კარიერის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ალექსანდრე ერისთავი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან ალექსანდრე ერისთავი საფრანგენთში აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ორგანიზაციების მუშაობაში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლიდან ალექსანდრე ერისთავი „რუს სამხედრო ინვალიდთა“ კავშირის ფრანგული განყოფილების უფროსი და ამ კავშირის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს „რუს სამხედრო ინვალიდთა“ კავშირის ხელმძღვანელობისას ალექსანდრე ერისთავმა კოლოსალური მუშაობა გასწია თანხების მოძიების საქმეში, მოხუცების თავშესაფრების შოვნაში, უმუშევართა სამუშაო ადგილების მოძიებასა და სხვა სახის საქმიანობაში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1955 წლებში ალექსანდრე ერისთავი „კავალერგარდთა ოჯახის“ თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1955 წლებში ალექსანდრე ერისთავი „ლაიბ-გვარდიის ცხენოსანი არტილერიის ოფიცერთა დახმარების საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ქართული სამეთაურო კურსების უფროსი, საქართველოს წითელი არმიის სარდალი და სამხედრო სკოლის შტატიანი მასწავლებელი იყო.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921-1922 წლებში კოტე ანდრონიკაშვილი იზოლაციის წესით იყო დაპატიმრებული, პასუხისგებაში არ ყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

ივანე ყაზბეგს მისი მეუღლე, ეკატერინე ჩიჩუა 1921 წელს ემიგრაციაში არ გაჰყოლია.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს გიორგი ფურცელაძე ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში კოტე აფხაზი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს იოსებ გედევანიშვილს დაქვემდებარებულმა ჯარებმა ვერ შეძლეს რუს ბოლშევიკთა მე-11 წითელი არმიის შეტევის შეჩერება, რამაც არსებითად განაპირობა ქართული ჯარების უკანდახევა და დამოუკიდებლობის დაკარგვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ საბჭოთა პერიოდში კონსტანტინე გელოვანის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი თაყაიშვილი დააპატიმრა, ქონება ჩამოართვა და დახვრიტა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში სიმონ ესაძე საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციის უფროსად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის შემდეგაც, ემიგრაციაში ყოფნის დროს, ალექსანდრე ზაქარიაძე ინარჩუნებდა ქართული არმიის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობას.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლისათვის როსტომ მუსხელიშვილი ბათუმის რაზმის შტაბის უფროსი იყო.