რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვს მისწერა, რომ პირველი სექტემბრიდან განთავისუფლებული იყო ინსპექტორის მოვალეობისაგან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად რუსეთში ინიშნება დამფუძნებელი კრების წევრი გერასიმე მახარაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოში მყოფმა გერმანიის წარმომადგენელმა, გრაფმა ფონ დრიუფელმა სავაჭრო-სამრეწველო პალატას სთხოვა, ხელი შეეწყოთ საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისთვის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ პროხოროვის (დონის ოლქი) ქვანახშირის მაღაროს მუშები გიორგი ჭილაშვილი და იონა მშვიდობაძე, რომლებიც ვლადიკავკაზის ჩეკაში იყვნენ დატუსაღებულები, მადლობას უხდიან საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კონსულს ვლადიკავკაზში, რომლებმაც ისინი ტყვეობიდან დაიხსნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტროს რწმუნებული მიხეილ ჯაჯანიძე წავიდა საჩხერესთან მდებარე ტყეში იმ 400 მუშის შრომის პირობების გამოსაკვლევად, რომლებიც რკინიგზის ლიანდაგისა და შეშის დამზადებაზე მუშაობდნენ. მან მაშინვე მიიღო ზომები და მუშებმა ისეთივე პირობებში დაიწყეს მუშაობა, როგორშიც სხვა მუშა-მოსამსახურეები მუშაობდნენ. იქ მან შექმნა „საჩხერის რკინიგზის ხე-ტყის საექსპლუატაციო მუშათა კავშირი“. ექსპლუატატორები კი გააფრთხილეს, მკაცრად დაეცვათ შრომის კანონები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ ლუკას ძე ავალიანი ინჟინერი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ ქაშიბაძე ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანეტა ავალიანისა ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, არკადი მოსეს ძე ავალიანი ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნადეჟდა ქაშიბაძისა ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ ლუკას ძე ავალიანი ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მინადორა ასლანის ასული ავალიანისა ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფელ საჩინოში (წალენჯიხა) ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად გერასიმე მახარაძე დაინიშნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, დასავლეთ საქართველოდან დაბრუნდა ინჟინერი სმოლნიკოვი, რომელიც მიწათმოქმედების სამინისტროსადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო მდ. ენგურის მიმდინარეობის მოწესრიგება, რადგან მდინარე ნაპირებს გადადიოდა და დიდ ზარალს აყენებდა ზუგდიდის მაზრას.

