რეგისტრირებული ფაქტები93072
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქუთაისში პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალიკო სერგის ძე ჩხეიძე იყო სერგო პავლეს ძე ჩხეიძის ვაჟი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალიკო სერგის ძე ჩხეიძე იყო პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძის შვილიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინა პავლეს ასული ჩხეიძე-დადიანისა იყო პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძის ქალიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სერგო პავლეს ძე ჩხეიძე იყო პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძის ვაჟი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან შვილები − სერგო პავლეს ძე ჩხეიძე, ნინა პავლეს ასული ჩხეიძე-დადიანისა და შვილიშვილი შალიკო სერგის ძე ჩხეიძე. 7 დეკემბერს გარდაცვლილს გამოასვენებდნენ მიქაბერიძის სახლიდან (ქუთაისი), დაკრძალავდნენ სოფელ თვრინში საგვარეულო სასაფლაოზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მაღაზიისა და საწყობის აღწერის შესახებ. გამგეობამ თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძეს სთხოვა, მომავალი კრებისთვის წარმოედგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც აღწერას მაღაზიის დაკეტვის გარეშე შეძლებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამომცემლობის ხელმძღვანელობა პრეზიდიუმს დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, მეთოდე კაკაბაძე და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ნაკაშიძის თხოვნა წიგნსაცავიდან ნიკო მარის ნაწერების შინ გატანების შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია გრიგოლის ასული კლდიაშვილის თხოვნა პანთეონში მისი ძმის, სვიმონ კლდიაშვილის, საფლავზე ძეგლისა და მოაჯირის გაკეთების შესახებ. გამგეობამ ნება დართო, თუ პანთეონის კომისია გაუწევდა ზედამხედველობას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფელ დგვრისში (ცხინვალი) მღვდელი იოანე ალექსის ძე დავითაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იოანე ალექსის ძე დავითაშვილი მღვდელი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მაკრინა ალექსის ასული დავითაშვილი-ტატიშვილისა იყო მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბარბარე ალექსის ასული დავითაშვილი-მოზდოკელისა იყო მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დავით ალექსის ძე დავითაშვილი იყო მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის ძმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ზაქარია ალექსის ძე დავითაშვილი იყო მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის ძმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის გარდაცვალებას იუწყებიან ძმები − ზაქარია და დავით ალექსის ძე დავითაშვილები ოჯახებით, ასევე დები − ბარბარე მოზდოკელისა და მაკრინა ტატიშვილისა. გარდაცვლილს დაკრძალავენ სოფელ დგვრისში, ხუთშაბათს, 9 დეკემბერს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 დეკემბერს ახალ სენაკში, ნატაჩავოს წმინდა გიორგის ეკლესიაში სონია ჯამუს ასულ ყურაშვილის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

