რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 4 დეკემბერს სოფელ გრაკალში სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 დეკემბერს სახალხო განათლების მინისტრობა გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაეკისრა, ხოლო სამხედრო მინისტრის პოსტი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძემ დაიკავა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 დეკემბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიღო დადგენილება პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის შესახებ. საკითხის შესასწავლად აირჩიეს კომისია ასეთი შემადგენლობით: ივანე ჯავახიშვილი, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე დიდებულიძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა აბრამის ასული თუხარელი იყო თამარ ვასილის ასულ თუხარელი-ფალავანდიშვილის დედა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი იყო ანა აბრამის ასულ თუხარელის მეუღლე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი იყო თამარ ვასილის ასულ თუხარელი-ფალავანდიშვილის მამა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ დედა − ნინო ივანეს ასული ფალავანდიშვილი, მეუღლე − თამარ ვასილის ასული ფალავანდიშვილი (თუხარელი) შვილებთან ერთად, და მეუღლის მშობლები − ანა აბრამის ასული თუხარელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვალერია იულონის ასული ყურაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვალერია იულონის ასული ყურაშვილი იყო სონია ჯამუს ასული ყურაშვილის რძალი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილი იყო სონია ჯამუს ასული ყურაშვილის მაზლი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე რომანოზის ასული ნიჟარაძისა და თამარ რომანოზის ასული გოგოლაშვილისა დები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე რომანოზის ასული ნიჟარაძისა იყო თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის დეიდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პეტრე არსენის ძე გოგოლაშვილი იყო თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის ძმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, რაისა არსენის ასული გოგოლაშვილი იყო თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარ რომანოზის ასული გოგოლაშვილი იყო თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის დედა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, არსენ პეტრეს ძე გოგოლაშვილი იყო თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის მამა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის ოჯახი ფლობდა ბინას ქუთაისში, ლევაშოვის ქუჩაზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქუთაისში თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ დეკემბერში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები: კვარაცხელია, მალაშხია და დარასელია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის დამლევს პარმენ ჭიჭინაძე სამხედრო მინიტრად დანიშნეს. ამხანაგებს იმედი ჰქონდათ, რომ მტკიცე ხასიათისა და ენერგიის გამო საქმეს კარგად გაუძღვებოდა, მაგრამ უწყების გაცნობა ვერც მოასწრო, მოსკოვის დიქტატორთა ჯარებმა დაიპყრო საქართველო. მან იცოდა, რომ ბოლშევიკები არ დაინდობდნენ, მაგრამ საქართველოში დარჩა და თავის სოფელში ცოლ-შვილთან ერთად გაჭირვებით ცხოვრობდა. სწამდა, რომ საერთო საქმისთვის ასე აჯობებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის დასასრულში ილია ოდიშელიძემ და გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ზაქარიაძემ არაერთი წერილობითი მოხსენება გაუგზავნეს სამხედრო და საგარეო სამინისტროების გაერთიანებული კომისიისა და დამფუძნებელი კრების ფრაქციებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის და უსაფრთხოების დასაცავად საჭირო ზომების შესახებ.

