რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იასონ კერესელიძე იყო მარიამ სვიმონის ასულ ხახანაშვილ-კერესელიძის მეუღლე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იასონ კერესელიძე იყო პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილის სიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ სვიმონის ასული ხახანაშვილი-კერესელიძისა იყო პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილის და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვანო სიმონის ძე ხახანაშვილი იყო პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილის ძმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იაკოფ სიმონის ძე ხახანაშვილი იყო პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილის ძმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარ სიმონის ასული ხახანაშვილი იყო პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილის და.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 ნოემბერს ქალაქ თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა თამარა რევაზის ასული რუსიშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ნოემბრის N132 ბრძანების თანახმად, საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა ივანე გომელაურს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 ნოემბერს ქალაქ გორში პელაგია სიმონის ასული ხახანაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა გოდერძიშვილი-ბერიძისა ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა იაკობ ღულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ამზადებდა გიმნაზიის მასწავლებელ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის განცხადებას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.

