რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნიკოლოზ (ნიკო) წიკლაური თბილისის ვაჟთა მე–4 გიმნაზიის მე–7 კლასის მოწაფე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, ოპერა „კარმენის“ დადგმა იგეგმებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ გრიგოლ დიასამიძე აპირებდა „თემის“ გამოცემის განახლებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ივანე გომელაურმა შეადგინა სახელმძღვანელო, რომელშიც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები ისე შეიტანა, ავტორს არაფერი გადაუხადა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაი სოკოლოვი ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნის მხატვრულ მხარეზე უნდა ემუშავა ევგენი ლანსერეს, ვლადიმერ ელსნერს გრიბოედოვის შესახებ წერილი უნდა დაეწერა, ტიციან ტაბიძეს კი – მონოგრაფია ნინო ჭავჭავაძეზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბერს ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს 14 ოქტომბრის მინაწერ N10773-ის პასუხად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას სამსახურის შესახებ თხოვნა და განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი N119) გაუგზავნა. ასევე სთხოვა იგი რუსული ენის მასწავლებლად დაენიშნა გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის სკოლის გარეშე განათლების ინსტრუქტორის თხოვნა სახალხო კითხვების გასამართად 70 ბუნდოვანი სურათის დათმობის შესახებ. გამგეობამ მისთვის სურათების ნაწილ-ნაწილ თხოვება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ოლღა ხოფერია და პოლიკარპე ლორთქიფანიძე ახალი გამგეობის საპატიო წევრებად აიჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის, მოლარისა და მსახურისთვის ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის გასამრჯელოს მიცემა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ახალი გამგეობის კანდიდატებად ვლადიმერ ლაბახუა, პეტრე დგებუაძე და დავით ჟვანია აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ვასილ წულაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

