საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92955

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი სოფიო სოლომონის ასული ფავლენიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალვა ლუარსაბის ძე ფავლენიშვილი სოფიო სოლომონის ასული ფავლენიშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარ ლუარსაბის ასული ანდრიაშვილისა სოფიო სოლომონის ასული ფავლენიშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ დუშეთში სოფიო სოლომონის ასული ფავლენიშვილისა გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც გიორგი მაზნიაშვილი ახალციხის დატოვების ბრალდების ყველა პუნქტში გაამართლეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე, ქალაქ დუშეთში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალვა ანდრიაშვილი სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილის სიძე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილისას გარდაცვალებას იუწყებიან მეუღლე ლუარსაბ ფავლენიშვილი, შვილები − შალვა და თამარი, სიძე შალვა ანდრიაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ დარია სოლომონის ასული ზანდუკელი შვილებთან ერთად იუწყებოდა საკუთარი დის, სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილის გარდაცვალებას ქ. დუშეთში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო სოლომონის ასული ზანდუკელი-ფავლენიშვილი დუშეთის ხაზინადარ სოლომონ ზანდუკელის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დარია სოლომონის ასული ზანდუკელი სოფიო სოლომონის ასულ ზანდუკელი-ფავლენიშვილის და იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ პეტრე (ჭიჭიკო) ვასილის ძე კუპრაშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ მშობლები − ვასილ პეტრეს ძე, ბარბარე დიმიტრის ასული, ძმა ნოე და და მავრა კუპრაშვილები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ მეწისქვილეები: იაკუბოვიჩი, დადარიანი, ალიხანოვი და მისი მუშა ხაჩატურ ეგოიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ კახეთის რკინიგზის აგენტი კუკულაძე, კონტროლიორი სანოვიჩი, სატექნიკო განყოფილების გამგე ბურიოგი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში გამოქვეყნდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბრძანება „პურის საქმის რევიზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ „პურის საქმესთან“ დაკავშირებით განიხილა თავისივე დანიშნული რევიზორის, გ. ხუნდაძისა და შრომის სამინისტროსა და პროფკავშირების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მოხსენებები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ნიკო ნიკოლაძე მექრთამეობაში დაადანაშაულეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, რომ გადაეყენებინათ და გაესამართლებინათ მომარაგების რწმუნებულები, საყვედური გამოცხადებინათ თბილისის გამგეობისთვის, სამსახურიდან დაეთხოვათ შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული კონტროლიორები და სასურსათო განყოფილების გამგე რუხაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ ნებას რთავს კონსტანტინე ორჯონიკიძეს ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „მოუსმინეთ ჰუისმანსს“, რომელიც ეხმაურებოდა გაზეთის რედაქტორ სპირიდონ კედიას მიერ წინა ნომერში დაბეჭდილ წერილს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 ოქტომბერს I კურსის სტუდენტი კოლა ნესტორის ძე ბაკურაძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 ოქტომბერს ქ. ზესტაფონში, წმ. ნინოს ეკლესიაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე გაჩეჩილაძე სთხოვდა გორის მაზრის განათლების განყოფილების გამგეს, რომ მისთვის მიეცათ მეჯვრისხევის უმაღლეს პირველ დაწყებით სასწავლებელში გამგის ადგილი.