საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89240

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო პოემა „ჩემი ძამია”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ბორის ჩხეიძის „მატარებლის შემოსაქცევალთან”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა კლავდია დევდარიანის მოთხრობა „დიდ გზაზე”.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს არჩილ ჩაჩიბაიას ეკავა პედაგოგიურ-მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „გადაბელილი ველი”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „ხეობა გუგუნებს”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის „ერთი სიმღერა”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის „რჩეული”.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს გიორგი სამხარაძე ქუთაისის ქალაქის საბჭოს დეპუტატად და ქუთაისის ქალაქკომის წევრად აირჩიეს .

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა გიორგი შატბერაშვილის საბავშვო მოთხრობა „მტკვრის სათავისაკენ”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ჭიჭინაძის საბავშვო ზღაპარი „თხაბელა”.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ჭიჭინაძის მოთხრობა „ნამდვილი მეგობარი”.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951-1952 წლებში ვარლამ ჟურული იყო ჟურნალ „დროშის” მიმომხილველი.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. ის საუბრობს ამერიკა-ჩინეთ-კორეის ომის შესახებ, ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი გაურბის საერთაშორისო შეტაკებას.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა სიტყვა თანამემამულეების წინაშე და გამოქვეყნდა მისი წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე, რომელშიც ის საუბრობს ქართული ემიგრაციის საერთო აპარატის შექმნაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე. წერილის თანახმად, „რუსეთის ხალხთა გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა“ მიმართა ქართულ ემიგრაციას პროპაგანდისტული მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ანტიბოლშევიკური ბლოკის შექმნაში, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და მისწერა, რომ იტალიაში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა. სთხოვა, მისთვის საკორესპონდენტო ბარათები გაეგზავნა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ენრიკო ინსაბატო დაეხმარებოდა, იგი ორ თვეში ევროპაში იქნებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისთვის ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფიული ცნობები გაეგზავნა. შეატყობინა, რომ ამერიკულ კომიტეტთან საქმე მალე დასრულდებოდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 11 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ვამეხ მაღლაკელიძისთვის ნათლობის სახელად ერთ-ერთი პაპის სახელი შეერჩია და მისთვის ნიკოლოზი ან შალვა დაერქმია.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანიდან მისწერა, რომ მისი კორესპონდენტობის ქაღალდები შეენახა, რადგან ენრიკო ინსაბატოსთან შეთანხმების შემდეგ აცნობებდა საბუთები მისთვის კოჰატში უნდა გადაეგზავნა, თუ რომში.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე და გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 8 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სმენა დაუბრუნდა. სთხოვა, რუპოლდინგში სახლი არ გაეყიდა.