საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89996

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო კონსტანტინეს ასული ფურცელაძე-ნატროშვილისა მარიამ ნიკოლოზის ასული ფურცელაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა მიხეილის ასული ტარტარაშვილისა პოლკოვნიკ კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნადია გიორგის ასული მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილი თელავის მე-6 პოლკის პოლკოვნიკი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ გიორგის ასული მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პაშა დიმიტრის ასული მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს სოფელ შემოქმედში ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ იასონის ასული ოქროპირიძე-მარუაშვილისა დეკანოზი იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ იასონის ძე ოქროპირიძე დეკანოზ იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს სოფელ ქარელში დეკანოზ იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე სოფელ ქარელში დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს ქაშვეთის ტაძარში პოლკოვნიკ კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ნინო კონსტანტინეს ასული ნატროშვილისა შვილებთან ერთად იუწყებოდა, რომ მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის პანაშვიდს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და სოფელ მერეთში, განსვენებულის საფლავზე გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ შვილები იუწყებოდნენ, რომ მატრონა დანიელის ასულ ცინცაძის წლის წირვას და პანაშვიდს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს სოფელ მერეთში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის საფლავზე ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის მამა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 20 მარტს დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის ჩხრეკისა და დატუსაღების ორდერი შეადგინა საქართველოს ჩეკას კომისარმა კ. დვალმა, ჩხრეკისას არალეგალური ვერაფერი აღმოაჩინეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილი ავადმყოფობის გამო ერთი თვით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებელმა კლავდია ალექსეევამ პირველი მარტიდან სამსახურს თავი დაანება. მან მიზეზად მცირე ანაზღაურება დაასახელა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრმა გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძემ მესამე ქვეით ბრიგადას შავშეთისა და აჭარის პუნქტების დაკავების დროს(20 თებერვალი) სანიმუშო ქცევისთვის მადლობა გადაუხადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების 19 მარტის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო ხელშეკრულება განიხილეს. შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა თურქეთის მიერ ბათუმის ოლქის უკანონო მიტაცებაზე და მის შემოსაერთებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 მარტს სასახლის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გადასცეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის ოლქი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მომიტინგეები მთავრობისგან პრობლემის მოსაგვარებლად გაბედული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 19 მარტს სოფელ რეხაში ალექსანდრე (ასიკო) ბიძინას ძე ერისთავს დაკრძალავდნენ.