რეგისტრირებული ფაქტები88368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 14 თებერვალს სახადით დაავადებული ვარლამ გელოვანი თბილისში, არამიანცის საავადმყოფოში, ჩამოიყვანეს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კოტე ხახანაშვილი პირველად 1900 წელს გამოვიდა სცენაზე და ითამაშა ბესარიონ ხოხობაძის როლი სპექტაკლში „დრონი მეფობენ“.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქ. ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა ციციანოვისა და პალიასტომის ქუჩის კუთხეში მდებარე დაგეგმარებული ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა ბრონისლავა ალექსანდრეს ასულ სმიტს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 თებერვალს ხაშურში წარმოადგინეს სიო ჭანტურიშვილის 3-მოქმედებიანი დრამა „მორევში“ და ერთმოქმედებიანი კომედია „საუბედურო დებიუტი“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქ. ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა ჰენრიეტა ანდრიას ასული იანოვსკის ცარიელი ადგილი, მდებარე დიდ კუნძულზე, ოდესკის ქუჩაზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო ლაზარევიჩის ქუჩაზე მდებარე ბარბარე ერისთავის მიწის გაყიდვა გადაწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „კრეჩინსკის ქორწინება“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთიძის მონაწილეობით.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა ი. ი. ჯაფარიძემ საქმეები ჩაიბარა და მუშაობას შეუდგა. საეპარქიო სასწავლებელში მის ადგილზე სხვა მასწავლებელი დაინიშნეს.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წლის 8 დეკემბერს კვლავ განახლდა გამცემა გაზეთ „არგონავტისა", რომელიც შეიძინა რ. ა. იოანესიანმა.

