რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 18 ივნისს მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული ენის წარმომავლობის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სამეცნიერო აკადემიამ შეიძინა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომი „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს თამარ მეფის შვიდასი წლის იუბილეზე მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება „თამარ მეფის დრო“.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოება გაზეთ „გუთნის დედის“ გამოცემას გეგმავდა, რომლის რედაქტორებიც ალექსანდრე ვართანოვი და ანტონ ფურცელაძე იქნებოდნენ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დასახმარებლად ადგილობრივმა თეატრალურმა დასმა გიორგი ერისთავის კომედია „დავა“ წარმოადგინა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 50 მანეთი განკუთვნილი იყო წინა წელს იალტაში, ნიკიტის სასწავლებელში, წასული ერთი მასწავლებლისა და ერთი მოსწავლის გზის ხარჯისთვის.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში ისწავლებოდა საღვთო წერილი, ქართული და რუსული ენები, არითმეტიკა და პრაქტიკული გეომეტრია, სამშობლო, რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების მოკლე გეოგრაფია, ბუნების მეცნიერება, მიწის დამუშავება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ვაზის მოვლა-მოშენება, ღვინის დაყენება, საქონლისა და აბრეშუმის ჭიის მოვლა-მოშენება, მეფუტკრეობა და სასოფლო მეურნეობის ანგარიში, ხატვა, საეკლესიო და საერო გალობა, დურგლობა, მჭედლობა და წიგნების კაზმვა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 10 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე აგრონომმა ვიქტორ გეევსკიმ ლოჭინის სკოლის შესახებ ისაუბრა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 10 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ რაფიელ ერისთავი ქართულენოვანი ბოტანიკური ლექსიკონის შედგენისათვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.

