საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ წარმოშობით იყო აზნაური.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ეროვნებით იყო ქართველი.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში გლეხის ოჯახში დაიბადა ალექსი მირიანაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფია მის ძმას ბაგრატს გადაუწერია.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 აგვისტოს ალექსი მირიანაშვილმა დაიწყო ავტობიოგრაფიაზე მუშაობა.

1957

ტიპი: სახელი

1957 წელს მწერლის პირად ბარათში დიმიტრი ხოშტარია აღნიშნავდა, რომ მისი ფსევდონიმი იყო დუტუ მეგრელი.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ სისტემატურად თანამშრომლობდა რუსულ გაზეთებთან: „Закавказье“, „Обзор“, „Новое обозрение“, „Тифлиский листок“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის ფელეტონების სერია „ქართველი ქალი“ (ისტორიულ-შედარებითი მიმოხილვა).

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა ხელმოწერით დაადასტურა დიმიტრი ხოშტარიას საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის ინფორმაციის სისწორე.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის ჟურნალ „ნიშადურში“ კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ჟურნალ „ნიშადურის“ ოცდამეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ნეკრასოვის ლექსის თარგმანი გამოაქვეყნა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის გაზეთ „საქართველოს“ მეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ლექსი „დიდებულ მგოსანს" დაბეჭდა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ჟურნალ „მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა პუშკინის ლექსის „მე ქუჩა-ქუჩა როცა დავდივარ“ კონსტანტინე ნიკოლაძისეული თარგმანი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ჟურნალ „მოამბის“ მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი „მგოსანს“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი უკვე ცნობილი მწერალი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ჟურნალ „Новое обозрение“-ში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის ფელეტონების სერია „Сванетия“ (историко-экономический очерк).