რეგისტრირებული ფაქტები88391
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმულ დავით ერისთავის ხუთმოქმედებიან დრამა „სამშობლოს“ წარმოადგენდა, რომელშიც ანა მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ალექსანდრა კარგარეთელის ბენეფისი იყო დაგეგმილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 იანვარს კოტე აფხაზის თაოსნობით დეპუტატთა საკრებულოში მოიწვიეს ქართული პრესისა და კულტურული საზოგადოების დაწესებულებების წარმომადგენელთა კრება. კრებაზე აკაკის დაკრძალვის ორგანიზებისთვის 17-კაციანი კომისია აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვალს ბათუმში გიორგი იშხნელის მონაწილეობით აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ წარმოადგინეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, არქეოლოგმა ერიცოვმა სამასამდე ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი აღმოაჩინა.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის სოფელ ზანაში ყაჩაღებმა დავით ჩიჩუა და მისი მეუღლე მოკლეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, დეკანოზმა სიმონ მიქიევმა სიღნაღის მაზრაში უმოსავლობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 30 მანეთი გაიღო.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, სოფელ ჩხარში მღვდელმა სპირიდონ ჯუღელმა თავისი ხარჯით დაწყებითი სკოლა დააარსა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა ნაძალადევის უბანში შეკრებილ საზოგადოებას ახალი სამრევლო სკოლისა და სამლოცველოს აშანების თაობაზე ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.

