რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა პოლიაევის ბენეფისი „აფრიკელი ქალი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან სადარბაზოდ საფრანგეთის მისიის თავმჯდომარე მაიორი დე ნონანკური და უკრაინის დიპლომატიური რწმუნებული კრასკოვსკი იმყოფებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 თებერვალს დანიშნული ლ. ჯონსონის საბალეტო საღამო სახელმწიფო თეატრის კომისარმა ალექსანდრე წუწუნავამ აკრძალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პარიზიდან თბილისს ცნობილი მომღერალი მიხეილ ნანობაშვილი გამოემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე გომართელი დამფუძნებელი კრების სამხატვრო კომისიის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფელ საჭილაოში ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე ნოდია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბიქტორ ანდრიას ძე წოწონავა ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ნანობაშვილი მონაწილეობას მიიღებდა სერგო ევლახიშვილის ანტრეპრიზაში.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ მაჭარაძე ფოთის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლ. ჟვანია სასულიერო და სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. გურასპაშვილი რუისის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იყო.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 20 აგვიოსტოს „დროების“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ შალვა ბერიძის წერილს „ნაციონალური ჰიმნი“ ერთვის რედაქციის შენიშვნა. რედაქციის განცხადებით, ვინაიდან ნაციონალური ჰიმნის აღიარების საკითხი საკმაოდ საყურადღებო იყო, ამიტომ მუსიკოსებს ამის შესახებ უნდა გამოეთქვათ თავისუფალი აზრი, რასაც სიამოვნებით დაუთმობდა თავის ფურცლებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სალომე ბეჩუნას ასული ქუნთელია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე, თამარა, ნინა, ვერა და ნადია ქუნთელიები ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას ქალიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინა ოქროპირის ასული ქუნთელია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი წავიძე ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მინას ძე მირზოევის დუქნები იყიდებოდა.