საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 26 აპრილს ნიკო იოსების ძე ლომოური გორში, სამების ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის ფოტოსურათი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ვანო ნანიშვილმა მოსკოვში, თეატრ „მაქსიმში“, ლეკური იცეკვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის ფოტოსურათი.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დაჭრილი ოფიცერი იასონ შიოს ძე ჩიხლაძე თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, მკურნალობდა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და კიევის აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „შავი წიგნი“ (შ. არაგვისპირელის შემოქმედება) IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ნიკო იოსების ძე ლომოური“.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წელს იოსებ ლომოური არბოს მღვდელი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 ივნისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი ქუთაისში გაემგზავრა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილის სტატია „ქალთა საკითხის გამო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის მოთხრობა „ძველი წიგნი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ვასო ალექსის ძე აბაშიძე საგანგებოდ იყო მიწვეული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ ივნისს ორთაჭალაში ქართველ მსახიობთა თაოსნობით ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ვახშამი გამართეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკადემიკოსი ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.

1916

ტიპი: ნასამართლეობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ვარლამ ადამის ძე ხუროძე ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ასატრახანში გადაასახლეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი ქუთაისიდან ბაქოში გეგმავდა გამგზავრებას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „სტრიქონები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი როსტომის ძე წერეთლის ლექსი „საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი“.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს საქართველოს პროფკავშირების საბჭომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმის შუამდგომლობა მწერალ დუტუ მეგრელისათვის „შრომის გმირის“ წოდების მინიჭების შესახებ.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელმა ამიერკავკასიის ცაკს მიმართა თხოვნით ამიერკავკასიაში ხანგრძლივი სამსახურებრივი მოღვაწეობის გათვალისწინებით მისთვის შესაფერისი პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 5 იანვარს დუტუ მეგრელი დანიშნეს ერევნის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის პირველ იანვარს დუტუ მეგრელი ელიზავეტპოლის (განჯის) გუბერნიის ყაზახის მაზრაში დანიშნეს გადასახადების ინსპექტორად.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დუტუ მეგრელი და მოულოდნელად დაქვრივებული დედამისი, მარიამი, სუჯუნის ეკლესიის მონაზონთან გადავიდნენ საცხოვრებლად ერთ-ერთ სენაკში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს დუტუ მეგრელი ერევნიდან ნახიჩევანის მაზრაში გადავიდა სამუშაოდ.