რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1803
ტიპი: თანამდებობა
1803 წელს მათე რუსაძე ქვედა მესხეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-70 წლებში ნესტორ ავქსენტის ძე რობაქიძე ქვაციხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1862
ტიპი: თანამდებობა
1862 წელს იოვანე ნიკოლოზის ძე მოდებაძე ქვაციხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-1902 წლებში გიორგი იოვანეს ძე ლოსაბერიძე ქვაციხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-73 წლებში მიხეილ პეტრეს ძე ვერულაშვილი ქვაციხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-17 წლებში მეთოდე გიორგის ძე ლოსაბერიძე ქვაციხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-50 წლებში სიმონ გიორგის ძე კუხიანიძე ქვედა მესხეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1801
ტიპი: თანამდებობა
1801-33 წლებში სვიმონ კუხიანიძე ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1837
ტიპი: თანამდებობა
1837-49 წლებში გრიგოლ ნიკოლოზის ძე ტოგონიძე ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: გარდაცვალება
1849 წლის 21 აგვისტოს ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი გრიგოლ ნიკოლოზის ძე ტოგონიძე გარდაიცვალა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს სიმონ გიორგის ძე კუხიანიძე ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ივანე ლობჟანიძემ წესის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ვასილ ივანეს ძე კირვალიძემ ონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ვიქტორ გოგრიჭიანმა ონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ლეკიშვილმა მარტყოფის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იუზა ზარდალიშვილმა საჩხერის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ესტატე აგიაძე ყარსის ოლქისა და ალექსანდროპოლის მაღალჩინოსანი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ესტატე აგიაძის შთაგონებით ყარსის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობის ნაწილს მართმადიდებლად მონათვლა სურდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ისკრის“ ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობას მზად ჰქონდა ფატალი ხან ხოისკის მიმართ ჩიჩერინის ნოტაზე საპასუხო ნოტა. მათი განცხადებით, საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებას მაშინ დაიწყებდნენ, როცა რუსეთი აზერბაიჯანთან ისეთივე ურთიერთობას დაამყარებდა, როგორიც ესტონეთთან და პოლონეთთან ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჩიჩერინმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის ნოტა გაუგზავნა. ჩიჩერინის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის 14 იანვრის რადიოტელეგრამა არ შეიცავდა პირდაპირ პასუხს იმ წინადადებაზე, რომელიც შეეხებოდა დენიკინის წინააღმდეგ საერთო მოქმედებისთვის რუსეთისა და აზერბაიჯანის სარდლობათა შორის კავშირის შეკვრას.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო ბარველი, ზედგინიძე (მოკარნახე), პლატონ ჩიქვინიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი.