რეგისტრირებული ფაქტები92954
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისს დეპ. აკაკი ჩხენკელი ჩავიდა ქუთაისში, სადაც კლუბ „ინტერნაციონალში“ მოხსენებით გამოვიდა, იქიდან გაემგზავრება ტყიბულში, ხონსა და სამტრედიაში, სადაც გააკეთებს მოხსენებებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით ქართულ კლუბში საქველმოქმედო მიზნით გამართულ სეირნობაზე ქართველი მსახიობებს უნდა წარმოედგინათ ჰარტმანის დრამა „შეშლილია“.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივნისს სოფელ ახალსაყდარში (ოზურგეთის მაზრა) ახალგაზრდა რევოლუციონერი სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძე დაკრძალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივნისს ხონში სამუსიკო საზოგადოების ადგილობრივმა ფილიალმა გამართა ვოკალურ-ინსტრუმენტული საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელიტონ კუხიანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ეროვნული გალერეისთვის სურათების შესაძენად ათვალიერებდა უცხოელ და ადგილობრივ ხელოვანთა კერძო სამხატვრო გალერეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს, სახალხო კინო-თეატრში (მადათოვის ქ., ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ) გაიმართება მეორე საბავშვო საღამო ი. მ. სუნდუკიანცის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გორის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაკო ხოფერიამ მთავრობის საგანგებო კომიტეტს გადასცა სოჭსა და სოფ. ლაზარევკაში შეგროვებული 136. 822 მან.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ ცხინვალში ოსების შემოსევის დროს დაიკარგა 14 წლის ნიკა ილიას ძე მაისურაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები: ვოლდემარ ტატიშვილის, ალექსანდრე მასხარაშვილის, ისააკ მურუსიძის, ნინა ბერეჟიანის, მიხაკო წერეთელისა და ალექსანდრა გიორგობიანის სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები შემდეგ ქუთაისელთა სახელზე: სოლომონ ხუნდაძის, ნესტორ კაკაბაძის, ზაქარია მოროზოვისა და ბათუმში – ერნისა და ნინა ვარძელოვას სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს სასამართლოს პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ განკარგულება გასცა „საქართველოს კომუნისტისა“ და „კომუნისტის“ გამოცემის შეჩერების შესახებ, მათი რედაქტორების -- ორახელაშვილისა და თუმანოვის დაპატიმრების შესახებ. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი დილევსკი. ორახელაშვილი მიიმალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს ჭიათურაში აკაკი ჩხენკელმა წაიკითხა მოხსენება რუსეთის, ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც 17-ში უნდა წაეკითხა საჯარო მოხსენება, მეორე დღეს კი მოხსენებით გამოსულიყო ზესტაფონსა და ქუთაისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის წინადადებით მიიღეს მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების კანონის საბოლოო ტექსტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში გაემგზავრნენ რუსეთ-საქართველოს სამხედრო გარანტიათა შერეული კომისიის რწმუნებულები. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პ. კოსტანაშვილი გაიგზავნა და რუსეთიდან – ზარიანი. მათ უნდა დაეთვალიერებინათ საკონცენტრაციო ბანაკი და გაერკვიათ, რომელ დაკავებულს სურდა რუსეთში წასვლა. გაირკვა, რომ 500 დაკავებულიდან მხოლოდ 20-მა შეავსო საანკეტო ფურცელი.

