რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. აირჩიეს გრიგოლ ვოლსკი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 მარტს ქუთაისის თეატრში დავით აკოფაშვილის, ვარლამ რუხაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მონაწილეობით სალიტერატურო, მუსიკალურ-დრამატული საღამო გაიმართა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს გ. გვარამაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან არსებული წარმოდგენების მმართველი სექციის თავმჯდომარე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 მარტს სახაზინო თეატრში გ. ერიციანმა და აშ. ათანასიანმა სომხურ ენაზე წარმოადგეს „მრუდე სარკე“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს თბილისის ქართველ მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით დიდი სახალხო კონცერტი გამართა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საბჭოს ცეცხლის მქრობელი რაზმის გაუმჯობესების მზრუნველი კომისიის თავმჯდომარე ალიბეგოვმა თანამდებობა დატოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე მ. ა. სულიევმა ამ თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პრასკოვია უვაროვა თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებაზე დასასწრებად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. კენჭს იყრიდნენ გრიგოლ ვოლსკი და ივანოვი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში გაიმართა კავკასიის შიდა მრეწველთა კრების სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი არტემ ფირალოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი კახეთში გაემგზავრა სასოფლო და სამაზრო დაწესებულებების დასათვალიერებლად.