რეგისტრირებული ფაქტები82428
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები – პავლე ფრანგიშვილი და გრიგოლ ანაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მარტში იასონ ჩიქოვანმა გორდის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გიორგი ხერხეულიძემ ხობის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1840
ტიპი: გარდაცვალება
1840 წლის თებერვალში ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ თევდორაძე გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილი მომავალი სეზონისთვის ყაზანის ოპერაში მიიწვიეს.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე თევდორაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე თევდორაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-98 ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში ნიკიფორე გრიგოლის ძე კაშია ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა, რომ ოვანეს თუმანიანისადმი მიძღვნილი კრებულის გამოცემის შეფერხება ქართველი მწერლების მიერ შეპირებული მასალების დაგვიანებით იყო გამოწვეული.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა და სთხოვა, გადაეგზავნა როგორც საკუთარი, ისე პაოლო იაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ალი არსენიშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა მოგონებები ოვანეს თუმანიანის შესახებ.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, ალენიკოვი რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 2 ივლისს ალენიკოვი პეტერბურგში გამართულ კავკასიის რკინიგზის საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ დავითაშვილი ეკლესიებიდან წარწერების გადმოსაღებად ცხინვალში გაემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, პ. ი. პიასეცკის ჩინელების ჩამოყვანა და ჩაის კულტურის განვითარება დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივლისს შათიროვს სიღნაღის მოსახლეობამ გამოსათხოვარი სამადლობელი სადილი გაუმართა.