რეგისტრირებული ფაქტები1393
ფილტრი:
სორტირება თარიღი კლებადობით
1854
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1854 წელს ილია ჭავჭავაძის ოჯახი ყვარლიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
1852
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1852 წლის 25 დეკემბერს თელავთან, კურდღელაურში დაიბადა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი.
1852
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1852 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში დაიბადა იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1851
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1851 წლის 16 ივნისს გორში რევაზ თარხნიშვილის ოჯახში ეკატერინე თარხნიშვილი დაიბადა.
1851
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1851 წელს ილია ჭავჭავაძის უფროსი და ნინო ცოლად გაჰყვა თავად ნიკოლოზ აფხაზს.
1850
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1850 წლის 6 სექტემბერს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ოჯახში ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა.
1848
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1848 წელს გრიგოლ ჭავჭავაძეს საცხოვრებლად გადავიდა დასთან, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავთან, რათა ის დახმარებოდა ძმას ბავშვების აღზრდაში.
1831
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი უზომოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. პაროტის თქმით, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სომეხი ეჩმიაზინსა თუ ერევანში.
1830
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ბელაქნის კომენდანტი მაიორი ბუჩქიევი წარმოშობით კახეთიდან ყოფილა (დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი).
1830
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი ცხოვრობდა კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვის სახლში, ბერძნული ეკლესიის გვერდით.
1828
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1828 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.