რეგისტრირებული ფაქტები92944
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ თბილისის საბჭოს სხდომაზე განიხილეს უპატრონო ქალთა შესანახად და სოციალური დახმარებისთვის 15 000 მანეთის, უფასო სასადილოების ხარჯების ასანაზღაურებლად კი 20000 მანეთის გადადების საკითხები და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ივნისს თბილისში ჩამოსულმა სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა დავით თაყაიშვილმა ჩამოიტანა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში ოთხი ამერიკული და რამდენიმე სხვა ქვეყნის გემი იდგა, ასევე, რომ მიმდინარეობდა მუშაობა პორტის ყელის გასაფართოებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ივნისს თბილისის პროფესიულ კავშირთა საბჭომ ფრონტზე მყოფი მეომრებისთვის თამბაქოს ფაბრიკის მფლობელების, მიხეილ საფაროვისა და ნიკოლოზ ბოზარჯიანცისგან მიიღო შეწირულობა – 100 000 ღერი სიგარეტი.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 7-8 ივნისს სოფელ ზერტში ებრაელები გაძარცვეს. ბოროტმოქმედებმა წაიღეს 67 ათასი მან. და 600 ათასი მან.-ის ფართლეულობა. სოფ. მეჯვრისხევის მილიციის უფროს ლ. კვარაცხელიას მეოხებით ქურდები მალე აღმოაჩინეს. 8 ივნისს ეჭვის საფუძველზე დააკავეს სოფელ ზერტის მცხოვრები შაქრო მირაზანაშვილი, რომელმაც დაასახელა თანამონაწილეები: აბრამა იასამანოვი (გორი), ვანო მირაზანაშვილი, არტემა ბაშარული (ხელ. რაიონი), ილიკო ბატაკაშვილი (გორი).
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 7 ივნისს პარმენ ჭიჭინაძე ქუთაისის გუბერნიის ჩეკამ თავის სოფელ გოდოგანში დააპატიმრა. მთვრალ მილიციონერებს გზაში რომ არ მოეკლათ, ცოლ-შვილი ქუთაისამდე ფეხით გაჰყვა 12 ვერსზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სარევიზიო კომისიის ოქმში წერია, რომ სარევიზიო კომისიამ განიხილა 1915, 1916, 1917, 1918 და 1919 წლების ანგარიშები, რომლებიც წესისამებრ იყო შედგენილი. ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ განყოფილების ძირითადი შემოსავლის წყარო სტამბა იყო, რომელსაც ერთი პირი ხელმძღვანელობდა. ანგარიშს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები მირიან ბასილია და ისიდორე კვიცარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივნისს პოეტმა მაზურკევიჩმა ფრონტის დამხმარე კომიტეტს ომში დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 მანეთი შესწირა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში, სარევიზიო კომისიის მოხსენება, 1920 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში და საზოგადოების ახალი წესდება განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
გორის სამაზრო ერობამ უნდა წარმოადგინოს კანდიდატები ინსპექტორ ივ. სანაყოევის ნაცვლად ჯავის უმაღლეს სასწავლებელში დასანიშნად. 1920 წლის 2 ივნისი. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე. (სახალხო განათლების სამინისტრო 1920 წლის 22 აპრილი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ გრ. ურატაძემ ანდრეიკა ნოეს ძე ჟორდანია სახ. საბავშვო ბაღის გასაშენებლად დამფ. კრების ს. დ. ფრაქციისგან მიიღო 500 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივნისში ჯარში გაწვეულმა მაღაზიის მოსამსახურემ, ივანე მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მაისის სრული ჯამაგირი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის ზაფხულში ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სამწყობრო მომზადების დარგში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივნისში ცხინვალის რეგიონში რუსი ბოლშევიკების ინიცირებით მოხდა ოსების აჯანყება. მათ დაამარცხეს მთავრობის მცირე რაზმი და ქალაქი ცხინვალი დაიკავეს. გიორგი კვინიტაძის აქტიური საომარი მოქმედებით ქართველებმა იოლად აიღეს ცხინვალი და 21 ივნისს როკის უღელტეხილი დაიკავეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე ქონიაშვილი 1920 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში დაწყებული რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული აგრესიისა და აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის ზაფხულში ალექსანდრე ქონიაშვილი ერთ-ერთი ოპერატიული მიმართულების მეთაური იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მაისს ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში აღნიშნულია, რომ სალომე მიურატის სასახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს და ბოროტმოქმედები დააპატიმრეს და რამდენიმე ნივთი მიურატის რწმუნებულის, მღვდელ ჭანტურიას სახლში იპოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „ერთობის" ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის დავალებით კონსტანტინე (კოტე) გორგის ძე ფოცხვერაშვილმა შეადგინა მომღერალთა გუნდი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.

