რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა და სთხოვა, გადაეგზავნა როგორც საკუთარი, ისე პაოლო იაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ალი არსენიშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა მოგონებები ოვანეს თუმანიანის შესახებ.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, ალენიკოვი რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 2 ივლისს ალენიკოვი პეტერბურგში გამართულ კავკასიის რკინიგზის საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ დავითაშვილი ეკლესიებიდან წარწერების გადმოსაღებად ცხინვალში გაემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, პ. ი. პიასეცკის ჩინელების ჩამოყვანა და ჩაის კულტურის განვითარება დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივლისს შათიროვს სიღნაღის მოსახლეობამ გამოსათხოვარი სამადლობელი სადილი გაუმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აგვისტოს „კავკაზის“ ცნობით, თბილისის საქალებო პროგიმნაზია ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძის სახელობის გახდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ეკატერინე მუატის ხელმძღვანელობით სურამში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ლაისტი თბილისში ჩამოვიდა და მალევე საგურამოში, ილია ჭავჭავაძესთან, გაემგზავრა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, იასე სულხანოვს წერილობით მიმართეს, რომ გორის მაზრის მმართველის თანამდებობა დაეტოვებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ საბინინმა სინოდს სთხოვა, რომ კახეთში მდებარე ბერების ერთ-ერთი ეკლესია მონაზვნების წმ. ნინოს სახელობის მონასტრად გადაეკეთებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბახუტოვმა ქალაქის დუქნების შესამოწმებლად სანიტარული კომისია შეადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქალაქის ტექნიკოსმა შახნაზაროვმა დაათვალიერა ერმოლოვის ქუჩაზე მდებარე ივანე ხარაზოვის სახლი, რომლის სამ ოთახს სინესტე გასჩენოდა, ამიტომ საჭირო იყო იქიდან მდგმურების გამოყვანა.