რეგისტრირებული ფაქტები90015
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია სოფ. ბანძიდან ჩამოიყვანეს და სამღებრო ქარხანაში ხელობის სასწავლებლად მიაბარეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობამ დასში მიიწვია ოლიმპიადა ღოღობერიძე, ივანე ბარველი და ვასილ არაბიძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის მარტში ვასილ ყიფიანი ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების ხაზინადარი იყო.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს იროდიონ ევდოშვილი დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 10 თვის შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი გარდაიცვალა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს ივანე ტიხეევი მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა პეტერბურგში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ მაისს სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძემ აკაკი წერეთლის ლექსები წაიკითხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი ბათუმიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა თბილისში.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბ. კოსტავა ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 აპრილს თბილისის დრამატული დასის ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ოიდიპოს მეფე“ უნდა წარმოედგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად დრამატული საზოგადოების გამგეობის თაოსნობით ღონისძიება გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში მწერალ მიხეილ ლელაშვილის გარდაცვალების წლისთავის გამო პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის აპრილში გარდაიცვალა ბალაჯრის სცენისმოყვარე ვლადიმერ დარახველიძე. მსახიობი მეგობრების შეგროვილი ფულით დაკრძალეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ი. ს. ამიროვის ანდერძით თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში დაინიშნა სტიპენდია ღარიბი ქართველი მოსწავლეებისთვის.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ ნიკო ივანეს ძე სიხარულიძისგან მიიღო ხაშურში ნაცნობთა შორის შეკრებილი 46 მანეთი და 30 კაპ. ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელისა და ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილის დასახმარებლად.

