რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, დაიბეჭდა ნიკოლოზ გამრეკელის ნაშრომი „საქართველოს სიძველენი“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბობრინსკიმ სოფელ ვეჯინში მიხეილ ანდრონიკაშვილისგან მამული იყიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 ივლისს ბარბარე ბარათაშვილისა და ელიზბარ გუგუშვილის თაოსნობით თიანეთში ღარიბი მოსწავლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის რედაქტორობით სექტემბრიდან გაზეთი „თეატრი“ გამოიცემოდა.
1913
ტიპი: ნასამართლეობა
1913 წლის 28 იანვარს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ციხიდან გაათავისუფლეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ციხიდან გამოსული იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების წევრ-მდივნად მიიწვიეს.
1913
ტიპი: ნასამართლეობა
1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გორის ქალაქის რწმუნებულთა კრებამ უკანასკნელ სხდომაზე აირჩია განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაავალა ეზრუნა ნებადართული ქსენონის დაარსებაზე. კომისიის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი სააკოვი.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: ვასო აბაშიძე, ილია მამფორია, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ზაქარია ბერიშვილი, ნიკოლოზ გვარაძე, ვალერიან გუნია, იოსებ ივანიძე და სხვ.