რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში გამართული სრულიად საქართველოს სკოლის მასწავლებელთა ყრილობის დღის წესრიგში იყო: სასკოლო რეფორმა, მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, პედაგოგთა კავშირის წესდების პროექტის განხილვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში სრულიად საქართველოს ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა დელეგატების პირველი ყრილობა გაიხსნა. ყრილობის პრეზიდიუმში იყვნენ: თავმჯდომარე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, მოადგილეები – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ივანე ბესარიონის ძე იმნაძე, მდივნები – კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე, ევგენი ნიკოს ძე ოდიშარია და გიორგი გიორგობიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს პედაგოგთა პირველ ყრილობაზე განათლების მინისტრმა, ნოე რამიშვილმა დემოკრატიული სკოლის მშენებლობა პრიორიტეტულად გამოაცხადა (სახელმძღვნელოების არარსებობისა და იმის გამო, რომ ერი სხვა ენაზე აზროვნებას იყო მიჩვეული, მთავარი ამოცანა ეროვნული სკოლის შექმნა გახდა).
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს თავის მიერ დაარსებული ჟურნალ „ჯეჯილის" რედაქტორობის 30-წლიან იუბილეზე სხვა ხანდაზმულ ქალებთან ერთად ძალიან გაუხარდა ოლივერის დანახვა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ელოდებოდა იმ დროის დადგომას, როცა ისევ ერთად იქნებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელმა თავისი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე მოინახულა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი შეხვდა მთავრობის მინისტრებს, რომლებმაც იმავე დღეს დარბაზობა გაუმართეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.
1920
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა იოსებ ანტონის ძე ლომოურმა სამაზრო ერობებს საავადმყოფოების მოთხოვნილების შესაბამისად შეკითხვები დაუგზავნა და მიუთითა, რომ ევროპის მაგალითის თანახმად, ერობებმა ყოველ 15000 მცხოვრებზე 15 საწოლიანი საავადმყოფოების დაარსებისთვის უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, სამაზრო ცენტრში უნდა იყოს 30 საწოლიანი საავადმყოფო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლი 7 იანვარს ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი) დაქორწინდა რუს ქალბატონზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპი დაესწრო ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკის (ბლეიქის) და მისი რუსი საცოლის ქორწილს. მან ცერემონიალის დროს გალობით ძალიან ისიამოვნა.

