რეგისტრირებული ფაქტები86252
სორტირება თარიღი კლებადობით
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში ირაკლი ბაგრატიონსა და ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი მადრიდში წავიდა.
1949
ტიპი: ორგანიზაცია
1949 წლის აპრილსში შალვა მაღლაკელიძე რომში კავკასიური ჯგუფის დაარსებას გეგმავდა, რომელიც დაუახლოვდებოდა ანტისაბჭოურ ხაზებსა და მიმართულებებს: ოსმალეთში, სპარსეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.
1949
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში იტალიის ელჩ ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მათ ევროპაში რუსი მონარქისტების გააქტიურიების თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონსტანტინე კრომიადის, პეტრე გლაზენაპისა და ივანე ჩუხნოვის მხრიდან აქტიურობა შეინიშნებოდა. ამერიკაში კი ალექსანდრე კერენსკი აქტიურობდა.
1949
ტიპი: ორგანიზაცია
1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე ცდილობდა, რომ რომში პოლიტიკურად აქტიური კავკასიური ჯგუფი შექმნილიყო, რომელიც ოსმალეთში, სპარსეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ანტისაბჭოურ ხაზებსა და მიმართულებებს დაუახლოვდებოდა.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის აპრილში რომში მყოფი შალვა მაღლაკელიძე ემიგრანტების რუსულ-კავკასიურ-ქართულ საქმიანობას აქტიურად აკვირდებოდა.
1949
ტიპი: გარდაცვალება
1949 წლის 5 იანვარს პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაური იან რუდოლფ მაევსკი ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წელს მადრიდიდან ირაკლი ბაგრატიონმა რომში შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სამეფო ოჯახების შესახებ სტატიის დაწერას აპირებდა.
1949
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ირაკლი ბაგრატიონის მიერ შალვა მაღლაკელიძისადმი მიწერილი წერილით ირკვევა, რომ ირაკლი ბაგრატიონს 1949 წელს შვილიშვილი შეეძინა.
1949
ტიპი: თანამდებობა
1949 წელს, იან რუდოლფ მაევსკის სიკვდილის შემდეგ, პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაურობა ვანო ბაქრაძეს დაევალა.