რეგისტრირებული ფაქტები82671
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 დეკემბერს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 20 ნოემბრიდან გიმნაზიის პარალელური განყოფილების ისტორიის მასწავლებლად ვოლობუევის ნაცვლად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა მიიწვიეს. ის ალექსეევას შუამდგომლობდა, რომ ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე დროებით დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ წერილი გაუგზავნა სამტრედიის განყოფილებას და სთხოვა, რომ გადმოეგზავნათ მინა კოპალეიშვილის კუთვნილი ჯამაგირი 11 928 მანეთი და ასევე, ეცნობებინათ თუ როდის გადასცემდნენ დარჩენილ თანხას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 დეკემბერს მთავარგამგე სერგო დანელიამ და საქმისმწარმოებელმა თბილისის ლისიციანის გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1919 წლის პირველი ოქტომბრიდან გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის მასწავლებლად რიფსიმე აზიზოვის ასული ამირაგოვისა დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 დეკემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 20 ნოემბრის N688 მიმართვის პასუხად აუწყა, რომ გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილისთვის 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან ჯამაგირი უნდა მიეცა როგორც უმაღლესი სასწავლებელ დამთავრებულისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 დეკემბერს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ დოკუმენტის სახით შეუდგინეს ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვის თხოვნა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ასევე სთხოვა, უფლება მიეცა ნიკოლოზ მასოხოვისთვის მასწავლებლად ემუშავა ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში. ხელს აწერენ გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც ითხოვდა, რომ გადასახლებულები ბათუმში არ გაეგზავნათ, რადგან იქ პურის ნაკლებობა იყო. ქალაქის საბჭო ამ საკითხის განხილვას დაჰპირდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო სახლში 8 საათზე კონსტანტინე ხახანაშვილის ნათარგმნი სამმოქმედებიანი პიესა „ლაქია“ უნდა წარმოედგინათ, ასევე დაედგათ სპექტაკლი „ჭკუა მიჭრის“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: საპატიო თავმჯდომარე გ. ნიკ. ყაზბეგი, ქრ. შარაშიძე, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, ი. ვართაგავა, ნ. ნაკაშიძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მესხეთის სასკოლო-სამკითხველოს მომწყობი კომისიის თხოვნა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარების შესახებ. გამგეობამ სასკოლო კომისიის დახმარება გადაწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის ქალთა საეპარქიო გიმნაზიასთან არსებული მშობელთა წრის საბჭოს შუამდგომლობა, საზოგადოების გამოცემების ღარიბ ბავშთათვის უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ დახმარებაზე უარი თქვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის სკოლის მასწავლებელ კვარაცხელიას თხოვნა 6 თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. სკოლა იმჟამად ქალაქის თვითმართველობას ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი განყოფილების საშუალებით შეეკრიბა ცნობები კვარაცხელიას შესახებ, რა დროიდან ირიცხებოდა იგი ზუგდიდის სკოლის მასწავლებლად და ვინ დანიშნა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი უნდა დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გორის განყოფილების ბიბლიოთეკის გადაცემის შესახებ. გამგეობამ ფაქტი მხედველობაში მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1919 წლის 5 დეკემბრის ბრძანების თანახმად, ბორჯომის სახელოსნოს სასწავლებლის სადურგლო განყოფილების ოსტატ ქრისტეფორე ხუდავერდოვს ჩაეთვალოს თბილისის სახელოსნო სასწავლებელში ნამსახური დრო 1895 წლის 1-ლი ივნისიდან 1903 წლის 1-ლ სექტემბრამდე.
1919
ტიპი: თანამდებობა
კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევა-ხორონენკოს პირადი საქმის მიხედვით, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 4 დეკემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა და დრო არაფრისთვის რჩებოდა. კარგად გრძნობდა თავს და სიყვარულს უგზავნიდა ძვირფას მეუღლესა და საყვარელ შვილებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 დეკემბერს ინგლისის თემთა პალატაში სხდომაზე დეპუტატმა კენვორტმა საქართველოს შესახებ შეკითხვები შეიტანა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ კენვორტის დასმულ შეკითხვაზე, გამოტანილი იყო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ბათუმის ოლქის შესახებ, რომელიც ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და ინგლისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ-ჯორჯმა უპასუხა, რომ ბათუმის მომავალს გადაწყვეტდნენ კავკასიის საკითხის გარეშე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კენვორტმა შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ ლოიდ-ჯორჯს რუსეთის მოხალისეთა ჯარის სარდლობის აგენტების მოქმედების შესახებ საქართველოში, რომელმაც არეულობა გამოიწვია მოსახლეობაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
ბარბალე გარსიაშვილმა თხოვნით მიმართა დაბალ სკოლათა მთავარგამგეს, რათა დაენიშნათ ახალციხის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს, ლონდონიდან მიიღებდა ტელეგრამას, რომელიც ზრდილობიანად, ოფიციალური ენისთვის დამახასიათებელი სიტყვებით აუწყებდა, რომ ჭკუასუსტი იმბეცილი იყო.