რეგისტრირებული ფაქტები82929
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე თამადა დავით დავითის ძე ღამბაშიძე იყო.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მის გვერდით იჯდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავის ტკივილები უფრო და უფრო იშვიათად აწუხებდა. ძალიან არ სციოდა, თუმცა სუსხი იგრძნობოდა. ეუცნაურებოდა ის გარემოება, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო და მას არაფერი სტკიოდა. მეუღლის კეთილი სურვილები ძალიან სჭირდებოდა, თორემ ჩათვლიდა, რომ ისე კარგად არ უნდა ეგრძნო თავი, როგორც გრძნობდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მხატვრის გიორგი გაბაშვილის სახელოსნოში სტუმრობისას არც ერთი ის ნამუშევარი არ დახვდა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონდა, ყველა გაყიდული იყო, თუმცა ბევრი სხვა რამეც მოეწონა იქ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა და ალექსანდრე ხატისიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა რეგიონისა და ზოგადად, აზიის მომავალ ისტორიაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ წვეულებას დაესწრო ანასტასია წერეთლის სახლში, სადაც მის მიერ 30 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალის „ჯეჯილის“ რედაქცია იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მინაწერის ასლი და სთხოვა სამინისტროსთვის წარედგინა დაწვრილებითი ცნობები და დასკვნა ჯავის სასწავლებლის გამგის მინაწერისა და მასწავლებლის ანდრო ბეჟანოვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, საქმისმწარმოებლის ნაცვლად ეკატერინე გველესიანი. (ფანქრით მიწერილია თარიღი 24 ნოემბერი, განათლების თავმჯდომარე).
1919
ტიპი: ღონისძიება
იასონ გაბაშვილის მეუღლე, თამარა გაბაშვილი, სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დახმარებას, რომ მეუღლის ჯამაგირი დაენიშნათ შემწეობის სახით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამშვილიანი ოჯახი მატერიალურად შევიწროებული დარჩა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი მიწერილ წერილში იმედოვნებდა, რომ მეუღლე და მისი დედა, რომელსაც გულითად მოკითხვას უთვლიდა, ინგლისური სახლის სიცივით არ იტანჯებოდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საშობაო საჩუქარი უყიდა, სპარსულ-სომხური ან სპარსულ-სირიული ხელობის ჯვარი, რომლის არშიაც ოქროსგან დამზადებული და უხეში იყო. წინა მხარეს მინანქრის ზოლები დაჰყვებოდა, უკანა მხარე კი ზურმუხტისფერი მინანქრისაგან იყო დამზადებული.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე ნოე ჟორდანიამ მისვლა ვერ მოახერხა, რადგან ავად იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა და გასაყიდად გამოსცა სეით იაშვილის „მოკლე სახელმძღვანელო საზოგადო გეოგრაფიისა: აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია“, ფასი – 27 მანეთი; ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვთა მაგალითების კრებულის“ 1-ელი და მე-2 ნაწილი, ფასი – 17 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 ნოემბრიდან ოლღა ბესტუჟევა-შუბითიძე ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მაქსიმე ბერძნიშვილმა ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტურეს მოწმობა, რომ სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი სახალხო განათლების სამინისტროს ბუღალტრად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს ნასიბ-ბეკ უსუმბეკოვსა და ალექსანდრე ხატისიანს შორის ექვსაათიანი საუბარი შედგა, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ. 21-ში, დილით ისევ უნდა შეხვედროდნენ და იმედოვნებდა, რომ შეთანხმებას მოახერხებდნენ.