რეგისტრირებული ფაქტები90015
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართული კლუბი იუწყებოდა, რომ მათ მოსამსახურეს, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძეს დაკრძალავდნენ 15 იანვარს წმინდა ნინოს სასაფლაოზე, გამოასვენებდნენ ჭავჭავაძის ქუჩა N 20-დან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის ოჯახი – მამა პეტრე, დედა ვალენტინა, ძმა ნიკოლოზი და დები, ნინა, თამარ და მელანია იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 15 იანვარს, დილის 10 საათზე, ვერაზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მილანში გამართულ მილანის სავაჭრო პალატის შეერთებული კრებას დაესწრნენ საქართველოს მისიის წევრები: ქვეყნის რწმუნებული კონსტანტინე საბახტარაშვილი, სავაჭრო პალატის წევრი ნიკოლოზ ჯაყელი, კაპიტანი კოტე აფხაზი, ვაჭრობის, მრეწველობის, ბანკებისა და პრესის წარმომადგენლები. სხდომის მიზანი იყო იტალია-საქართველოს შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობის განხილვა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს რწმუნებული იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ჯაყელი სავაჭრო პალატის წევრი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.
1920
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „ფრა-დიავოლო“.

