რეგისტრირებული ფაქტები82828
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.
1919
ტიპი: თანამდებობა
თბილისის სასამართლო პალატის საგანგებო საქმეთა გამომძიებელი გრაევსკი და ამავე სასამართლო პალატის ბრალმდებლის მოადგილე კალვაიტი სახელმწიფო ენის უცოდინარობის გამო გათავისუფლებულნი არიან თანამდებობებიდან, ამა წლის ნოემბრის პირველიდან სალიკვიდაციო ჯილდოს მიცემით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს დირექტორმა ალექსანდრე მდივანმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან გეომეტრიის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ნოემბერს თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ალექსანდრე მდივანი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი განათლების სამინისტროს საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვენ, რომ მ. ბალანჩივაძე 1-ელი ოქტომბრიდან მისდამი დაქვემდებარებულ სკოლაში გეომეტრიის მასწავლებლად დაამტკიცონ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მიმართავს თხოვნით, სენატის სამოქალაქო საქმეთა საკაასაციო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის თანამდებობა გაათავისუფლონ და სრულიად სამსახურიდან. ასევე, ითხოვს უშუამდგომლოს მინისტრის ამხანაგთან, რათა ერთდროული დახმარების სახით მისცეს 1 თვის ჯამაგირი. თავისი ნივთიერი მდგომარეობის შესახებ არაფერს ეუბნება, რადგან თავად დირექტორსაც კარგად მოეხსენება მათი მატერიალური მდგომარეობა. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ოქტომბერს მარო მაყაშვილი ქუთაისში გიმნასტიკის შეჯიბრებაზე დასასწრებად გაემგზავრა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გერონტი ქიქოძემ ვაკეში სტადიონის მოწყობასთან დაკავშირებით დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში დაწვრილებითი მოხსენება გააკეთა. სტადიონამდე ტრამვაის ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა იგეგმებოდა, მთის კალთებზე დაირგვებოდა ხეები. სტადიონი 100X200 კვადრატული საჟენი(სიგრძის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, უდრიდა 152-176სმ.) იქნებოდა. ვინაიდან ქვის ამფითეატრი ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ იგი უბრალოდ მთის კალთების შესაფერისად გადათხრით გაიმართებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ქალაქისთავს აცნობეს, რომ მილიციელები სასტიკ ზომებს მიმართავდნენ დაპატიმრებულთა მიმართ, რაც მილიციის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს არ ჰქონდა შემჩნეული. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მილიციელი სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ და 345-ე მუხლით დაესაჯათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში შეიარაღებული ბრბო, რომელსაც ქორქაშვილი და ბაწაშვილი ხელმძღვანელობდნენ, თავს დაესხა ხაშურის ერობის შენობასა და მილიციის პოსტს. მათ გამგეობის თავმჯდომარე, წევრები და მილიციელები შეიპყრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის შენობაში გაიხსნა ფრანგული უმაღლესი საუნივერსიტეტო კურსები. გახსნას დაესწრნენ: გრაფი დე ნონანკური, ევგენი გეგეჭკორი, განათლების მინისტრის წარმომადგენელი სერგო დანელია, საფრანგეთის მისიის წევრი გიუგი, ვაცლავ ოსტროვსკი, ილია ოდიშელიძე, ანტონ დელფუშე, ბენია ჩხიკვიშვილი და გიორგი გვაზავა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ა. აგარონიანი ექვს წევრთან ერთად ერევნიდან თბილისში ჩამოვიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისო კომისიის ბოლო სხდომაზე საზღვარგარეთ გასაგზავნი სტუდენტების რაოდენობა 25-ით გაიზარდა. სულ 75 სტუდენტი უნდა გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ერევნიდან თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ უსუბეკოვი, რომელთაც მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში პოლკოვნიკ რეისთან გამართულ სადილს დაესწრნენ ევგენი გეგეჭკორი, ალექსანდრე ხატისოვი, ნასიბ უსუბეკოვი, დავით ღამბაშიძე და გ. ევანგელოვი. სტუმრებმა სადილის შემდეგ ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს. შესრულდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ამერიკის ჰიმნები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი სასტუმრო „ორიენტში“ შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ესწრებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სომხური და აზერბაიჯანული მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უნდა შეეწყვიტათ სამხედრო შეტაკება, შეეკეთებინათ ზანგეზურის გზები და აღედგინათ სამშვიდობო მიმოსვლა, ყველაფერი, მათ შორის საზღვრების საკითხიც, შეთანხმებით გადაეწყვიტათ. მედიატორად ამერიკელი პოლკოვნიკი ჯეიმს რეი აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლა დაიწყო. რეპეტიციები ყოველდღიურად მიმდინარეობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი.