საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა 1920 წლის 12 იანვრის ბრძანება სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების მიმართ N 2, რომელშიც გენერალური შტაბის გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ულოცავდა შტაბს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის ლექსს „განდეგილი“ ერთვის რედაქციის შენიშვნა, რომ ეს ლექსი დედნიდან გადმოღებულია ნების აღმსრულებელ კოტე აბდუშელიშვილის მიერ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მარიამ თარხან-მოურავის ბენეფისი, რომელზეც წარმოადგენდნენ ოპერას „ბოჰემა“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე პრეზიდიუმში აირჩიეს: დ. ქადაგიძე, შ. ბეგიაშვილი, ქერიმ-ბეგ მუსტაკულოვი, ალექსანდრე კუჩენბახი, გ. ნადირაშვილი, დ. კარატიელ ქუმსიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს მეღვინე-მევენახეთა წარმომადგენელი იოსებ ზაქარის ძე ანდრონიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ჟურული, ალექსანდრე მაჩაბლიშვილი, შალვა ქარუმიძე, ი. ციციშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებულის ნაფიცი ვექილის ამირხანოვის საჩივარს თბილისის ოლქის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დავით მახარაძის პივოვაროვის სახლიდან გაძევების შესახებ გამგეობის განკარგულების თანახმად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქ. თბილისის გამგეობის რწმუნებულის ნაფიცი ვექილის გეფშტეინის საჩივარს თბილისის ოლქის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გამგეობის 1918 წლის 19 თებერვლის განკარგულება სამსონ სარიბეგოვის მიერ იჯარით აღებული გაბაევის სახლის რეკვიზიციის შესახებ, საბურთალოს კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების საჭიროებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ ფოთის გამგეობის საჩივარს ქუთაისის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქალაქ ფოთის გამგეობის დადგენილება ალექსანდრე მდივნის აფთიაქის დაკეტვის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მდივნებად აირჩიეს ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვ. ათანაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს კოოპერატიული საზოგადოება „კახეთის“ წარმომადგენელი ირ. ფორაქაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრი ნოე გიორგის ძე ხომერიკი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს მეაბრეშუმე-მეთამბაქოეთა წარმომადგენელი ტიტე თადეოზის ძე მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა წამოაყენა წინადადება აერჩიათ თავმჯდომარე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 იანვარს ადელაიდა ზაქარიას ასული ისარლიშვილისა კლინიკაში (დიდი მთავრის ქუჩა N103) გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ფოთის ნავსადგურის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა დეპეშით აცნობა გზათა დეპარტამენტის დირექტორს, რომ ბათუმში მოვიდა მოხალისეთა მიერ გატაცებული გემი „ჭოროხი“ ბარგით, 4 ცხენით, მთელი ინვენტარით და შიგ მყოფი 5 მოსამსახურით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგემ, დეკანოზმა გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძემ ახალქალაქის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორს სთხოვა ეშუამდგომლა მისთვის, რათა ქართული საგნების მასწავლებლად და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში დამრიგებლად დაენიშნათ. მას მასწავლებლობის ძალიან დიდი სურვილი და გამოცდილება ჰქონდა. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ნამსახურეობის სიას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე 1920 წლის 31 იანვრის N82 ბრძანებით ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ პირველი იანვრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაეშვათ. ის ივანოვას ნაცვლად დროებით ატარებდა გაკვეთილებს. ჭელიშვილმა სამინისტროს დარია ალიხანოვას მოწმობის ასლიც N 221 გუგზავნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 (21) იანვარს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად 1920 წლის პირველი იანვრიდან დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაუშვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ მათი თხოვნა გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის წმინდა ნინოს სასწავლებლიდან საჭირო ნივთების გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საერობო გამგეობათა საადგილმამულო განყოფილებების გამგეობის ყრილობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ბრძანებით 1920 წლის 20 იანვრიდან დახურეს გაზეთი „გოლოს რაბოჩაგო“ მის N 2-ში მოთავსებული წერილის გამო „ქართული დამოუკიდებლობის აღიარების გამო“, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უარყოფითი აზრი იყო გამოთქმული.