რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 18 საათზე, კავკასიის საარქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაზე (ოლღას ქ. N40) გაიმართებოდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა საზოგადო კრება, რომელზეც გიორგი ჩუბინაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „წრომის ტაძარი“, ასევე აირჩევდნენ ახალ წევრებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სახალხო მასწავლებლის, სიმონ ორჯონიკიძის ცოლ-შვილისთვის მიეცათ ჯამაგირი პენსიის დანიშვნამდე, სამაზრო კომიტეტმა გადასცა 1000 მანეთი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე იყო დამსახურებული სახალხო მასწავლებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დეპეშათა სააგენტომ დამფუძნებელი კრების საზეიმოს სხდომის ანგარიშში არ შეიტანა დეპუტატ გიორგი გვაზავას სიტყვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთი „საქართველო“ აზერბაიჯანის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაქოში ჩავიდა დამსახურებული მსახიობი ქალი ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომელიც რამდენიმე წარმოდგენის მოწყობას გეგმავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთი „საქართველო“ აზერბაიჯანის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაქოში ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რათა მთიელების საკითხის ლიკვიდაცია მოეხდინა რუსეთის მოხალისეთა არმიის სასარგებლოდ. გავრცელდა ხმა, რომ დელეგაცია საბოლოო პასუხს თბილისში მიიღებდა. ინტელიგენციის ნაწილს არ მოეწონა ჰასკელის მიმართვა მთავრობისადმი ამ საკითხზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 18 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მარიამ თარხან-მოურავის ბენეფისი, რომელზეც წარმოადგენდნენ ოპერა „ტრავიატას“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი და ნათესავები, ნინა თომას ასული შერვაშიძისა, ნადია თომას ასული წულუკიძისა, პლატონ გიორგის ძე წულუკიძე, ოლღა თომას ასული, მიხეილ თომას ძე, დესპინე ანტონის ასული და ეკატერინე ესტატეს ასული დიდიები იუწყებოდნენ, რომ პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის წლისთავის პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 13 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს გაიმართებოდა ახალგაზრდა მომღერლის, მ. თარხან-მოურავის ბენეფისი. ის ვერდის „ტრავიატაში“ ჟორჟ ჟერმანის პარტიას შეასრულებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინიციატივით მამა დავითის ეკლესიაში გაიმართა პანაშვიდი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის ხსოვნის აღსანიშნავად. წირავდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს იტალიის მისიის უფროსი გაბბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ 10 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაადგინა, ცნონ „დე ფაქტოდ“ საქართველო და აზერბაიჯანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო იტალიის მისიის უფროსის, გენერალური შტაბის პოლკოვნიკ გაბბას დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საფრანგეთის მისიის უფროსმა ე. დე-ნონანკურმა საფრანგეთის მთავრობის დეპეშის პირი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის მისიის უფროსისგან, ე. დე-ნონანკურისგან მიიღო მისალოცი დეპეშა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე მამა დავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდზე სიტყვები წარმოთქვეს დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ და ვახუშტი კოტეტიშვილმა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვარს სოფელ ურიათუბანში ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სტეფანე პეტრეს ძე სტურუას მეუღლე იყო დომნა სტურუა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს ქართულ კლუბში წარმოდგენილი იქნებოდა კონსტანტინე (კოტე) ფოცხვერაშვილის „აშენდა საქართველო“ და მიხეილ ქორელის მიერ თარგმნილი ერთმოქმედებიანი პიესა „სიმართლე“. მონაწილეობდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე არაბიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ ჭიაურელი, ელენე ციმაკურიძე, მ. მიქელაძე, სანდალა და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს გორის კათოლიკეთა ეკლესიაში ჩატარდა სამადლობელი წირვა და პანაშვიდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო, სიტყვა წარმოთქვა მღვდელმა კ. საფარაშვილმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისალმებისა და მილოცვის წერილები მოუვიდა ახალქალაქიდან (ერობის თავმჯდომარე ფაჩულიასგან), სიღნაღიდან (ერობის თავმჯდომარე ახმეტელაშვილისგან) და სოხუმიდან (ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთაგან).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თვმჯდომარის ამხანაგი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და საზოგადოების წევრები: მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის განყოფილების შეკითხვა განყოფილების გამგებლობაში არსებული 29 ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის შესახებ. მთავარი გამგეობა დაეთანხმა ბიბლიოთეკების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის საკითხს.

