რეგისტრირებული ფაქტები82634
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წელს სოსიკო მერკვილაძეს ალექსანდრეს ბაღის პირდაპირ წიგნის მაღაზია „ცოდნა“ ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ დაასრულა კავკასიის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორის, გრუშევსკისა და ივანე ხაჩატუროვის საქმე.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 15 ივნისს პატარა ცემში ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძის სანატორიუმი გაიხსნა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 ივნისს ჭიათურაში დრამატულმა საზოგადოებამ ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „ღალატი“ წარმოადგინა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ივნისში ალექსანდრე წუწუნავა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი რუს მსახიობებთან ერთად დასავლეთ საქართველოში გასტროლებზე წავიდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ბ. ფურერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 106.20 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში არტემ ახნაზაროვი ლექსებს წაიკითხავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. სარაგაძე სომხური ნაწარმოებებიდან სცენებს წაიკითხავდა.