საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 თებერვალს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ კირიონ მაღლაკელიძისთვის მოკითხვის წერილი გაეგზავნა. შალვა მაღლაკელიძემ წერილში ვიქტორ ნოზაძეც ახსენა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში გამომცემლობის დაარსებას აპირებდა.

1948

ტიპი: ორგანიზაცია

1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ქართველებმა იტალიაში თავიანთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დახურეს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის თებერვალში შალვა მაღლაკელიძემ ირაკლი ბაგრატიონს სთხოვა, რომ იტალიაში მასთან სტუმრად მისულიყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 1941 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა, 1945 წლიდან კი შტატიანი თანამშრომელი იყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მუზეუმის მეცნიერ-მუშაკთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა, გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, საქმის განსაკუთრებული სიყვარულითა და დაუღალავი შრომის უნარით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე ერევანში მივლინების დროს ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ საბუთებს, რომელთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ ნახევარში ქრისტინე შარაშიძემ იმუშავა „აღწერილობის“ III ტომის კორექტურასა და საძიებლებზე და დაწერა წინასიტყვაობა.

1948

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1948 დან 1950 წლამდე იგი იტალიაში ცხოვრობდა როგორც „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის სამხედრო მრჩეველი გენერალ-ლეიტენანტის ხარისხით. ეს ორგანიზაცია რომში იყო როგორც „არაბთა ლიგის“ მიერ დაფინანსებული კერძო დაწესებულება.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ადგილკომის თავმჯდომარემ, პარმენ ზაქარიამ გასცა იმავე მუზეუმის თანამშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დახასიათება.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შობის მისალოცი ბარათი იტალიიდან გაუგზავნა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა კრიტიკული ნაშრომი „ქართული ლიტერატურა“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ივანე პაპასკირმა დაწერა რომანი „ხანგრძლივი ცხოვრებისკენ”.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა დავით გაჩეჩილაძის ნათარგმნი ისაკოვის „სიმღერები”.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს დაიდგა მიხეილ მრევლიშვილის პიესა „პოეტის ბედი – ნიკოლოზ ბარათაშვილი“.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948-1951 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო სსმ კავშირში ლიტკონსულტანტი.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა სურენ ავჩიანის „ქოროღლი“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა კარლო კალაძის „რჩეული ლექსები“ რუსულად.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა კარლო კალაძის პიესა „ახალგაზრდა სპეციალისტები სოფლად“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა კარლო კალაძის პიესა „სოფლის საამური საღამოები“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის რომანი „ოქროს ჩარდახი“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის რომანი ერთი წიგნად „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“.