რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს გადაიხადეს სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ მთავარმართებლის საბჭოს წევრი მიცკევიჩი, მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული იაკობ მედვედევი, აგრონომები, ინსტრუქტორები და სხვ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის კანცელარიის შენობაში გადაიხადეს სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში უნდა წარმოედგინათ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის, ბარბარე კორინთელის, ელისაბედ ქართველიშვილის, ნიკო გოცირიძის, ზაქარია გომელაურის, გრიგოლ ანაშვილის, გიორგი ჯაბაურისა და სხვ. მონაწილეობით.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 20-21 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა სომხური გაზეთის „ნორ-დარი" რედაქტორის, სპანდარ სპანდარიანის საქმე და ის უდანაშაულოდ ცნო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 მაისს სახალხო სახლში ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მონაწილეობით „ჰამლეტი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოხუმში სამკურნალოდ წასული ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელი თბილისში დაბრუნდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად კირილე კოპლატაძემ აღსთაფის სადგურზე შეკრებილი 17. 50 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს არტისტული საზოგადოების დარბაზში დაგეგმილ ლიტერატურულ დილაზე ალექსანდრე შავერზაშვილსა და მგალობელთა გუნდს უნდა ემღერა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.

