საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალ. ესტ. მოზდოკელი ხაშმის სამინისტრო ორკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 მარტს სახაზინო თეატრში წარმოადგინეს ისტორიული დრამა „სამშობლო“ ნინო დავითაშვილის, ნინო თოიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრე იმედაშვილის, ს. მგალობლიშვილის, იოსებ ივანიძის, პავლე ფრანგიშვილის, ვალერიან გუნიას, სოსო რომანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ფოთში ს. ნადარეიშვილის სტამბაში დაიბეჭდა ივანე გომართელის წიგნი „სქესობრივი საკითხი და ბავშვი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში კრიტიკოსი მიხეილ წულუკიძე თანამედროვე მწერლების ნაწარმოებთა მიმოხილვაზე მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და ვარლამ რუხაძის სურათები.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალექსი ურდულაძე, ა. ბარძიმაშვილი, ვ. ნ. თარხან-მოურავი, თედო გურგენიძე, მ. აბაზოვი, გრიშა ბეჟანიშვილი და დავით ბოლათაშვილი სართიჭალის დასის მსახიობები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 აპრილს გურიაში სოფ. ლესის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს სასარგებლოდ ივანე გომართელის 5-მოქმედებიანი პიესა „ქოხში“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი რუსულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში უნდა წამოსულიყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვეფხო აბრამის ძე აკობაშვილის ლექსი, მიძღვნილი იროდიონ ევდოშვილის ხსოვნისადმი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იმედაშვილის) სტატია იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის შესახებ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნინო გამრეკელი ბაქოს თეატრალური დასის წევრი გახდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 მარტს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში ადგილობრივი მოსწავლეებისა და ხალხის თანდასწრებით აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

მოხალისე მებრძოლი ერმალოზ როსტომის ძე კორძაია I მსოფლიო ომში, 1915 წელს, პრუსიის საზღვარზე მოკლეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის ლექსი „მთვარის სიცილი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა კ. ძიძაძის ლექსი „ერთხელ მეც ვიყავ..“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილის (კახის) სტატია „თამარის საფლავი სად არი?“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელ მაისს სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაციშვილის მოთხრობა „სამშობლოს გარეშე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „მოფურჩხულია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ალბომში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის წერილი „კიდევ ერთი მიზეზი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 20 თებერვალს ბალარაჯაში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ძიკი გეგეჭკორის წერილი ზუგდიდში შექმნილი დრამატული წრის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ღამე“ და „ფული და ხარისხი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ქუთაისის დასმა იუზა ზარდალიშვილი 23 მარტს „ჰამლეტში“ და 25 მარტს „ყაჩაღებში“ სათამაშოდ მიიწვია.