საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90017

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანტონ ხუდავერდოვის ერთმოქმედებიანი პიესა „ჯერ არ გაუგიათო“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვარს თბილისში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „ევროპიისთან ომი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მსახიობი ქალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ა. გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ლექსი „აჩრდილი“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად დრამატულმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილი და ვლადიმერ ლევანის ძე გუნია აირჩია.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოფ. მერეთში ისაია ფურცელაძის თაოსნობით გამართულ სცენისმოყვარეთა უფასო წარმოდგენაში მონაწილეობდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე პავლე ინგოროყვამ წაიკითხა ნაშრომი „აკაკი“.

1886

ტიპი: ავტორობა

ელისაბედ ჩერქეზიშვილი თბილისის სცენაზე პირველად 1886 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გრიგოლ დიასამიძემ აკაკის დაუბეჭდავი ლექსები წაიკითხა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა პოეტის მოღვაწეობის ხანასა და მის ღვაწლზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილმა წაიკითხა მოხსენება გარდაცვლილი პოეტის შესახებ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 23 იანვარს ბაქოში კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 იანვარს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ინვარს თბილისის თეატრში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „რუსეთი და მისი ერნი“.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 21-22 ივლისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე კომუნისტური პარტიის ისტორიის შესწავლის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, ისაკიევმა სობორში იქადაგა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთელი საქმიანი ვიზიტით პეტერბურგში იმყოფებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, ბარბარე ჯორჯაძემ ქართული წიგნი „სამზარეულო“ შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი პეტერბურგში, სენატის სხდომაზე თბილისის საავადმყოფოს განხილვის საქმეს უნდა დასწრებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 მაისის „დროებაში“ ივანე გვარამაძის სტატია „ახალციხური ფელეტონი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ბერძენოვმა არქიმანდრიტი მაკარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრიდან ძვირფასი ნივთების წაღებასა და მისაკუთრებაში დაადანაშაულა.