რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ალექსანდრე შანშიაშვილმა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის უფლება მიიღო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის თებერვალში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ რეჟისორად მიხეილ ქორელი მიიწვია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში იუზა ზარდალიშვილმა და ანა შოთაძემ ხაშურში გასტროლები დაიწყეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი ერთი წელი წმინდა ნინოს ლაზარეთში მსახურობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 მარტს სიღნაღში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად წარმოდგენა გამართეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კაპიტანი გიორგი ივანეს ძე კერესელიძე I მსოფლიო ომში, 1915 წელს, გერმანიის საზღვარზე დაჭრეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტს ავლაბრის თეატრში წარმოადგინეს 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ოტელო“. ოტელო ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილმა ითამაშა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კაპიტანი გიორგი მიხეილის ძე მაჭუტაძე I მსოფლიო ომში, 1915 წელს, გერმანიის საზღვარზე დაჭრეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შტაბს-კაპიტანი ნ. იოსების ძე გოგიტიძე I მსოფლიო ომში, 1915 წელს, გერმანიის საზღვარზე დაჭრეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი ცნობილი საეკლესიო ლოტბარი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანეტა კაპანაძე ხალხურ ანდაზებს, ლექსებსა და ზღაპრებს აგროვებდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტს ნაძალადევის თეატრში უნდა წარმოედგინათ „მსხვერპლი“ და „მათიკო“, რეჟისორი – სოფიო გოგაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მარტს ახალ კლუბში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილ საღამოზე ვასილჩიკოვას მონაწილეობით რუსული მინიატურა უნდა წარმოედგინა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს საფრანგეთის ცნობილმა ფირმამ „პერასსი და კ", რომელიც სეტყვასთან საბრძოლო მორტირებს ამზადებდა, კავკასიასა და რუსეთში თავისი წარმომადგენლობა პეტრე ყიფიანს გადასცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართა კონსტანტინე მესხის ბენეფისი. მან წარმოადგინა ახალი პიესა „კოვერლეის მკვლელობა", რომელშიც მონაწილეობდა ეფემია მესხი.
1915
ტიპი: გარდაცვალება
მიხეილ ალექსანდრეს ძე წერეთელი I მსოფლიო ომში, 1915 წლის იანვარში, პრუსიის საზღვარზე მოკლეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებამ საზოგადოების საპატიო წევრებად მიიღო ლევან, პეტრე, სტეფანე და იაკობ ზუბალაშვილები.

