საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86262

1948

ტიპი: თანამდებობა

1948-1953 წლებში მამია ასათიანი მუშაობდა თეატრის სამხატვრო ნაწილის გამგედ ქუთაისში.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ალექსანდრე თვალჭრელიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ბენტონიტური თიხის ასკანის საბადოების ათვისების პრობლემა“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ალექსანდრე დიდებულიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ფოტოოპტიკური სამეცნიერო-ექსპერიმენტული ანალიზის მეთოდიკა – უხილავის ფოტორეპროდუქცია“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე აკაკი შანიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „უწყვეტლის ხოლმეობითის მწკრივი ქართულში, მისი წარმოშობა და განვითარება“ (ერთი გვერდი ქართული ენის ისტორიიდან).

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ექსპერიმენტი და კლინიკა არტერიული ჰიპერტონიის რენული გენეზისის საკითხში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, დილის 11 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ვლადიმერ მენაბდეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული ხორბლები და მათი როლი ხორბლის სახეობათა წარმოქმნაში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, როგორც ენათმეცნიერი“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ანდრია აფაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და ქართული არქეოლოგია".

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ნიკოლოზ ბერძენიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ცხოვრება და მოღვაწეობა“.

1947

ტიპი: ღონისძიება

1947 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო მოსაწვევი ბარათი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე დასასწრებად. სესია შეწყდა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების გამო, 25 ნოემბრიდან კი უნდა გაგრძელებულიყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის ფილიალში.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს ვიქტორ გაბესკირია იყო საქართველოს მწერალთა კავშირის დრამატულ სექციაში დრამსექციის თავმჯდომარე.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა დავით გაჩეჩილაძის ნათარგმნი ლერმონტოვის „მასკარადი”.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობა „ხარატაანთ კერა“.

1947

ტიპი: ორგანიზაცია

1947 წელს მიხეილ მრევლიშვილი შევიდა სკკპ წევრად.

1947

ტიპი: ორგანიზაცია

1947 წელს მიხეილ მრევლიშვილი შევიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის „ახალი ლექსები“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოვიდა კარლო კალაძის „საბავშვო პოემების“ ერთტომეული.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „უფსკრულის პირას“ თბილისის სანკულტურის თეატრისთვის და დაიდგა ამ თეატრში იმავე წელს.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის ლიტერატურული პორტრეტი „ალექსანდრე აბაშელი“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „სალამურის ხმები“.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს ბესარიონ ჟღენტი იყო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947-1951 წლებში ელიზბარ ზედგინიძე გაზეთ „კომუნისტის“ სპეცკორესპონდენტი იყო.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს თბილისში საბლიტგამმა გამოსცა პეტრე ბახტურიძის მიერ თარგმნილი ა. პ. ჩეხოვის მოთხრობები.