რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნინო ერისთავი-გელოვანი, თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგი ალექსანდრა ფაღავა, ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის პედაგოგი მარიამ ვახვახიშვილი-წერეთლისა, ვოლობუევის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ოლღა სანიკიძე-ვოლობუევისა განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ.
1919
ტიპი: განათლება
1919 წელს სასაწავლებლების გაეროვნების მიზნით განათლების სამინისტროსთან შექმნილი სასწავლო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრებად მოწვეულნი იყვნენ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის (საზოგადო და საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ფილოსოფიური, იურიდიული, ჰიგიენის, სამხატვრო, მუსიკალური და ბიოლოგიური მეცნიერებების) წარმომადგენლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის პედაგოგი ნიკოლოზ მგელაძე, წმინდა ნინოს სასწავლებლის პედაგოგი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი, ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი მიხეილ გრიგოლის ძე კონიაშვილი განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას დაესწრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ფილიპე ბუჭუას ძე მგელაძე, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჩიგოგიძე და გორის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის პედაგოგი მიხეილ რომანოზის ძე ზაალიშვილი განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას დაესწრნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 13 აპრილს ბეჭდვითი საქმის მუშათა პროფესიული კავშირის წევრთა კრებაზე ხელახალ არჩევნებზე აირჩიეს შემდეგი პირები: ნაკაიძე, რეინვალდი, გოგუაძე, დობორჯგინიძე, ხარაზიანი, კაიტაჯიანი, მაკინაჯიანცი, ელიაძე, გეორგიშვილი, ჭელიძე, ტოროტაძე, ღლონტი, ჯაში, ვადაჭკორია, ივანოვი; კანდიდატებად: წულაძე, ილატოვსკი, კილაძე, თამაზაშვილი, ბერგმანი. გამარჯვება ისევ ძველ გამგეობას დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. გიორგობიანი, ვ. წულაძე, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის შეტყობინება, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის წლისთავის აღსანიშნავად მონაწილეობისთვის საზოგადოებიდან მიიღოს მოსაზრებები. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს მიანდო კომისიაში მონაწილეობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო კომისიის თავმჯდომარე ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება, ავადმყოფობის გამო გაათავისუფლონ „ბუნების კარის“ გასწორებაში მონაწილეობისგან. გამგეობამ ეს საკითხი შემედეგი სხდომისთვის გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი იმის შესახებ, რომ ოდესის ქართველთა საზოგადოების გამგეობა თხოულობდა წიგნებით დახმარებას ადგილობრივი ბიბლიოთეკისთვის. გამგეობის დადგენილებით, გაეგზავნათ საზოგადოების ყველა გამოცემათა თითო ეგზემპლარი „დედა ენა“ I ნაწილი 20 ცალი, II ნაწილი – 10 ცალი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის კულტურულ-განმანათლებელი წრის თხოვნა ბიბლიოთეკის მათთვის სრულად გადაცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ბიბლიოთეკა 6 თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყო, მას ვერ უძღვებოდა ვერც ადგილობრივი წრე და ვერც თბილისის განყოფილება. საკითხი განსახილველად თბილისის განყოფილების გამგეობას გადაეცა. მთავარი გამგეობა ბიბლიოთეკის წრისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: I ქვეითთა დივიზიის სამხედრო ინსტრუქტორი ართმელიძე ჯარისკაცთა სახელით ითხოვდა, საგარნიზონო სკოლებისთვის გადაეცათ რუსთაველის, ნ. ბარათაშვილის, ორბელიანის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, გ. წერეთლის და სხვ. 4-4 წიგნი გადაეცათ. გამგეობის დადგენილებით გაიგზავნა თითო ცალი, რადგან მეტი არ ჰქონდათ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 აპრილს განათლების სამინისტრო სწერს სოხუმის რეალური სასწავლებლის დირექტორს, რომ მასწავლებელი დიმიტრი გულია, მისი თხოვნის თანახმად, გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 აპრილს განათლების სამინისტრომ თბილისიდან ონში დეპეშით აცნობა რაჭის ერობის გამგეობას, დირექტორ ბერიძეს, რომ 75 ათასი მანეთს უგზავნიან ქალაქისა და სოფლის მასწავლებლების ხელფასებით დასაკმაყოფილებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 აპრილს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროდან მიიღო ნებართვა, რომ ნ. გოგელია 1-ლი კლასის დამრიგებლად დაენიშნა და მისთვის დამრიგებლის კუთვნილი ჯამაგირი მიეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 აპრილს ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიის ეზოში მღვდელ იოანე კანდელაკის თავმჯდომარეობით შედგა სამრევლოს კრება სასწავლებლებში საღვთო სჯულის სწავლებისა და სამღვდელოების ნივთიერად უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს დამფუძნებელ კრებას სთხოვეს, საღმრთო სჯული სავალდებულო საგნად მიეღოთ და სამღვდელოების შენახვაზე სახელმწიფოს ეზრუნა. მათი თქმით, ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებული არ უნდა ყოფილიყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 აპრილს თბილისში დაკრძალეს მინადორა გორგილაძისა, რომელიც ს.დ.მ.პ. ლიტერატურას არალეგალურად ავრცელებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 8 აპრილის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, ინჟინერი ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე დაინიშნოს მიწათმოქმედების, გზათა და შრომის სამინისტროს გზათა დეპარტამენტის დირექტორად.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 8 აპრილს თბილისის საგანგებო სასამართლომ განიხილა მეცხრე კომისარიატის ყოფილი თანაშემწის, გ. ჭკუასელის, ამავე უბნის მილიციონერების – ი. ჯანელიძის და ნ. კიკნაველიძის საქმე. მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დამტკიცდა, როგორც კერძო ინტერესებისა და ინტრიგის ნიადაგზე აღმოცენებულად და სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ ცნო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, კ. ქავთარაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა თ. კიკვაძე.