რეგისტრირებული ფაქტები86262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ შიო არაგვისპირელი კლასიდან გარიცხვას ვასილ ბარნოვის წყალობით გადაურჩა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ შიო არაგვისპირელის კლასში სულ ოცდაორი ბავშვი დატოვეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს შიო არაგვისპირელის კლასი თბილისის სასულიერო სემინარიაში საკმაოდ შეათხელეს სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს შიო არაგვისპირელსა და მის მეგობრებს შეებრალათ ყოფილი ამხანაგი, სოსო ლაღიაშვილი, რომელმაც სემინარიის რექტორი ჩუდეცკი მათ თვალწინ გამოასალმა სიცოცხლეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, იგი განცალკევებით იდგა და ერიდებოდა იმ ათასგვარ სისაძაგლეს, რაც იქ ხორციელდებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, აქ სასწავლებლად მთელი საქართველოდან სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლიდან ჩამოდიოდნენ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში შიო არაგვისპირელის ჩათვლით 98 მოწაფე მიიღეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელის უმცროსი ძმა, გიორგი აღარ მიიღეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონში, რაკიღა იქ უკვე ცხოვრობდა მათი ოჯახის ორი წარმომადგენელი, შიო და მისი უფროსი ძმა.
1883
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვსიპირელი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, რომ 1883 წელს იგი ტიროდა, როცა დედა თბილისში სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად უშვებდა მას, რადგან დუშეთში მარტო ცხოვრების მწარე გამოცდილება ჰქონდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეხვდა მასწავლებელს, რომელმაც მას სწავლა შეაყვარა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს თედო სახოკიას ნათლობისას მიმრქმელად მისი მამამძუძე, უთოთია იოსავა აირჩიეს.