საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 იანვარს მასწავლებელმა იასონ ამირანაშვილმა ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობა სთხოვა. ის იუწყებოდა, რომ ეკუთვნოდა 5-5 წლის ნამსახურეობის დამატება – 920 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

აკაკი გველესიანმა თანხმობა განაცხადა გამგის ადგილის მიღებაზე და ინსპექციაში სათანადო თხოვნა შეიტანა.

1919

ტიპი: ავტორობა

აკაკი გველესიანი მიიჩნევდა, რომ სვირის მაღალდაწყებითი სასწავლებლის გამგის არჩევნები გაყალბდა. მისი აზრით, ოქმს ხელს აწერდა 13 მასწავლებელი, თითქმის 4-5 მათგანს არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩართულიყვნენ სასწავლო საქმეებში და გამგის არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ეს ყოველივე საჭირო იყო იმისათვის, რათა თავიანთი ნათესავი კანდიდატი გაეყვანათ არჩევნებში და საზოგადოების სურვილისათვის გვერდი აევლოთ. საზოგადოების წარმომადგენლებს გაუგიათ არჩევნების ამბავი, განუცხადებიათ მეთვალყურესთან წერილობითი პროტესტი, თუმცა უშედეგოდ.

1919

ტიპი: ავტორობა

აკაკი გველესიანი მთავარგამგეს სთხოვდა გაერკვიათ შემდეგი საკითხების მართებულობა: 1. იყო თუ არა მისი თხოვნა შეტანილი და რატომ აუარეს გვერდი; 2. ვისი თავმჯდომარეობით და ვინ აირჩია გამგე; 3. აირჩიეს თუ არა გამგე მათ ვისაც არავითარი უფლება არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობისა; 4. მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა. თუ დამტკიცდებოდა ყველა აღნიშნული მუხლის უსამართლობა, ა. გველესიანი ითხოვდა მთავარგამგეს თვითონ დაენიშნა მთავრობის სასურველი კანდიდატი.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ აკაკი გველესიანს პასუხად მისი წერილისა აცნობა, რომ საზოგადოებას სრული უფლება ჰქონდა საკუთარ სასწავლებელში თავისი შეხედულებისამებრ მიეწვია ესა თუ ის გამგე-მასწავლებელი და წარედგინა იგი დასამტკიცებლად სამინისტროს წინაშე. მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავდა გამგე-მასწავლებელს, როცა საზოგადოებას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი სვირის სასკოლო კომისიის წევრ ლუარსაბ გიორგაძეს, რომ მისი თხოვნა და ოქმი სვირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში აკაკი გველესიანის ინსპექტორად არჩევის შესახებ არ განიხილეს და უკანვე ეგზავნებოდა, რადგან ხელის მოწერა სხვის მიერ, მის მაგივრად არც თხოვნაზე და არც ოქმზე არ იყო არსებული წესით შემოწმებული.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 22 იანვარს ალექსანდრე სოლომონის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. დადიანმა გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს აუწყა, რომ მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის N11 ბრძანების თანახმად, ფოთის პორტის ფლოტილიის მისაღებად და ნაოსნობის მოსაწყობად დანიშნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ინჟინერი პიასტრიკოვი, წევრები: ინჟინერ-მექანიკოსი დიმიტრიევი, ალექსანდრე ალანია და ფილიპე სპრინკველი. კომისია მალე გაემგზავრებოდა ფოთში.

1919

ტიპი: ღონისძიება

მთავრობის დადგენილებით, ფოთის ნავსადგურის ყველა გემის გზათა სამინისტროს გამგეობაში გადასვლის გამო, გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ, 1919 წლის 21 იანვრის N11 განკარგულებით გზატკეცილების უფროსს დაავალა: 1. დაეწყო გემებისა და ქონების დაუყოვნებლივ მიღება; 2. აღეწერა გემების ხარჯთაღრიცხვები; 3. გემების მიღების და გამოუსადეგარი გემების რიცხვის გამორკვევის შემდეგ დაეწყო შეკეთება და მოეგვარებინა მათი მიმოსვლის საკითხი შავ ზღვასა და რიონზე და ა. შ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 იანვარს განათლების სამინისტრო ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძეს გასული წლის 19 დეკემბრის N96 წერილის პასუხად სწერდა, რომ ვლადიმერ აბაშიძეს მთელი სამსახური ჩაეთვლება პენსიისთვის იმ შემთხვევაში, თუ მას შეტანილი აქვს ან შეიტანს სათანადო პროცენტებს მიღებული ჯამაგირიდან საპენსიო ფონდისთვის ხაზინაში. ხუთწლეულების დამატება კი ჩაეთვლება მხოლოდ შტატების სამსახურიდან. ამის შესახებ ცნობების დაუყოვნებლივ სამინისტროში წარდგენას სთხოვდნენ. ხელს აწერენ: მთავარგამგე ნათაძე და საქმის მწარმოებელი აბესაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 21 იანვარს დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა ვასილ აბდუშელიშვილმა დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1913 წელს. ასევე, სთხოვს, ნამსახური წლები ვ. გ. აბდუშელიშვილს ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 იანვარს გიმნაზიის დირექტორმა პეტრე ჩარექიშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ შეადგინა მასწავლებელ დავით ანანიაშვილის ნამსახურეობის ფურცელი და N 204 მოწმობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 იანვარს დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში დასაქმება ითხოვა პიმენ სოხაძემ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 21 იანვარს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა ელეონორა ივანეს ასულმა ნაკაშიძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიაში დასაქმება ითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 იანვარს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. ო. დადიანმა გზათა მინისტრს გაუგზავნა განკარგულება შავი ზღვის ნაპირებზე ნაოსნობის განვითარების შესახებ და შესთავაზა, ამ საქმის თაოსნობა და ზედამხედველობა ინჟინერ პისტრიაკოვისთვის მიენდოთ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 იანვარს გზათა მინისტრის მოადგილე ისიდორე მალანიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის ერთი თვით შვებულებაში გასვლის გამო, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების თანახმად, 27 იანვრიდან შეუდგა მინისტრის მოვალეობის შესრულებას. დედანთან სისწორეს ვასილევი ადასტურებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე ანანიაშვილის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილეს. გრიგოლ ნათაძეს ანანიაშვილის ცოდნის შესამოწმებლად კომისიის შექმნა დაევალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველმა გიმნაზიამ სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის 15 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა ფიზიკის 10 თავისუფალ გაკვეთილზე წარჩინებული ინჟინერ-ტექნიკოსი გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე მიეწვია. გიმნაზიამ მინისტრს სთხოვა ნებართვა, დაეშვა იგი აღნიშნული გაკვეთილების მასწავლებლად. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ი. კუჭუხიძე და საქმისმწარმოებელი მეთ. ცაგარეიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ 15 იანვრიდან ფიზიკის მასწავლებლად გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე დანიშნეს. სამინისტროს ბრძანება N18-ს ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებული გიმნაზიის დირექტორს უნდა წარმოედგინა განმარტება მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის მიერ აღძრული საკითხის (ბარნაბიშვილის სამსახურთან დაკავშირებით) შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ სასულიერო სემინარიის ყოფილმა საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა შუამდგომლობა სთხოვა სამინისტროს, რათა საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან ოფიციალურად გაეთავისუფლებინათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის გაგზავნა სთხოვეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 იანვარს ცუცა მარკოზის ასულმა სოხაძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის კანცელარიაში დასაქმება ითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 იანვარს ვერა ფილიპეს ასულმა გეგიაძემ და ვარვარა სპირიდონის ასულმა მიმინოშვილმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში დასაქმება ითხოვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის რევიზორმა ს. ზ. ლეჟავამ განათლების სამინისტროს რწმუნებულ ალ. ს. ნაცვალოვთან ერთად 1919 წლის 19-22 იანვარს ადგილზე გამოიკვლია ლიკვიდირებულ დაწესებულებათა (სამხედრო უწყების გიმნაზია და ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი) შენახვის ხარჯები.