საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვლადიმერ გუდიაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვლადიმერ ნესტორის ძე ყანდარელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბერს უწყებათაშორისმა კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გასაგზავნ სტიპენდიატებად შეარჩია დიმიტრი ალექსის ძე დავითაშვილი (ინგლისში) და ირაკლი ურუშაძე (საფრანგეთში).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: კონსტანტინე და პეტრე თოფურიძეები, ივანე ძიძიკაშვილი, ბიძინა სიდამონ-ერისთავი – იტალია, ზაქარია გელაშვილი – ინგლისი,  ვასილ გაბელაშვილი – ბელგია, კონსტანტინე აპჩინსკი,  ბორის ანთელავა, შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე – საფრანგეთი, მამულაიშვილი,  ყაუხჩიშვილი – გერმანია, შალვა ვადაჩკორია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: სევერიან ბუაძე – საფრანგეთი, ილია გვარჯალაძე – საფრანგეთი, ნიკოლოზ გძელიაშვილი – ინგლისი, ზაქარია გელაშვილი – ბელგია, შალვა ელიავა – იტალია, ნინო ვაჩნაძე – საფრანგეთი, ემანიულ ვარძიელი – იტალია, სილოვან კობიძე – ინგლისი, ნატალია კასრაძე – საფრანგეთი, ვლადიმერ მერაბიშვილი – ბელგია, ევგენი მაიერი – იტალია, გრიგოლ მჭედლიშვილი – შვეიცარია, ალექსანდრე ნიკურაძე – შვეიცარია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ გრიგოლის ძე ჭკუასელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ფატი სილოვანის ასული ხუნდაძე საუწყებათაშორისო კომისიამ განათლების მისაღებად სტიპენდიით იტალიაში გაგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავიანთი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა – ალექსანდრე სხირტლაძეს, ნინო უსტიაშვილს, ალექსი უსტიაშვილსა და იოსებ თოხაძეს ინგლისში სურდათ სწავლის გაგრძელება, ალექსი უჩინაიშვილს, გიორგი შენგელიასა და მიხა ლომთაძეს – იტალიაში, იასონ ჩაბაშვილს, ლეო შენგელიას და დავით წერეთელს – შვეიცარიაში, პეტრე ცხაკაიას, ანა ცხაკაიას, რაფინ ხითაროვსა და გიორგი ხითაროვს – საფრანგეთში.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კარგად იყო, არაფერი უჭირდა და სიყვარულს უგზავნიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ბევრს ვერაფერს ვერ წერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თბილისში ვიზიტი და მოლაპარაკება თუ წარმატებით ჩაივლიდა, თავს ბედნიერად იგრძნობდა, რადგან შეძლებდა ეთქვა, რომ რამდენიმე სიცოცხლე მაინც გადაარჩინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 20 ნოემბერს, მისი რჩევით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უნდა ჩამოსილიყვნენ, რათა მოელაპარაკათ და განეხილათ თუ როგორ მოეგვარებინათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომელიც სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობამ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული მოწმობა გადასცა მინა ილიას ძე კოპალეიშვილს, რომლის მიხედვით მას არ ჰქონდა მიღებული კუთვნილი ჯამაგირი ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობის პერიოდში.

1919

ტიპი: თანამდებობა

გიორგი გვაზავა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქალაქის ფარგლებში არსებული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები გადაეცათ ქალაქის თვითმმართველობისთვის, ხოლო სოფლებში ერობისთვის. ასევე, შეედგინათ გადაცემის აქტი ქონების შეფასებით და აქტის პირი გაეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის რაიონის კომენდანტი იყო ექვთიმე წიფურია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა მის გამოგზავნილ ამანათს. ძალიან სჭირდებოდა ცხვირსახოცები და ყელსახვევები.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გულისწყვეტას გამოხატავდა, რომ საოცნებო საწერი მაგიდა ვერ მიიღო მეუღლემ. მას ძალიან უყვარდა, როცა მეუღლეს ოცნებები უსრულდებოდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ უნდა შესციებოდა. დამატებით ზეთის ღუმელი დაედგა თუკი ქვანახშირი არ კმაროდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში მწუხარებას გამოთქვამდა მეუღლის მკლავის ტკივილზე და ანუგეშებდა, რომ მალე კარგად იგრძნობდა თავს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გაუხარდებოდა თუკი შვილები ლეკურ ცეკვას ისწავლიდნენ. მისი აზრით, ლეკური დიდებული სანახავი იყო და ევროპულ ცეკვებს ბევრად სჯობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში კმაყოფილებას გამოთქვამდა შვილებმა რომ ცეკვის სწავლა მოინდომეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულმა სადილმა მშვენივრად ჩაიარა. დაახლოებით 4 საათზე დაბრუნდა სახლში, რაც საქართველოში კარგი შედეგი იყო, რადგან თითოეული კერძის სტუმრებისთვის მირთმევა ცალკე რიტუალი იყო და დიდ დროს მოითხოვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მისი ორთვენახევრიანი ძალისხმევა წყალში არ ჩაყრილა და სამშობლოში, ძალაუფლების მქონე ადამიანებს არა მხოლოდ აინტერესებდათ რას აკეთებდა, არამედ მხარს უჭერდნენ და იზიარებდნენ მის ზოგიერთ შეხედულებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საზღვაო ძალების უმცროსი ლეიტენანტი ლოუელი ადმირალმა ჯონ დე რობეკმა გამოგზავნა მის დასახმარებლად.