რეგისტრირებული ფაქტები86262
სორტირება თარიღი კლებადობით
1946
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1946 წელს ვალერიან გერასიმეს ძე ცაგარეიშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1946
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1946 წელს გრიგოლ ზაქარიას ძე ჩხიკვაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1951 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აპსნი კაპშის“ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე სოხუმში.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1953 წლებში ირაკლი აბაშიძე ჟურნალ „მნათობის” პასუხისმგებელი რედაქტორი იყო.
1946
ტიპი: ღონისძიება
1946 წელს ირაკლი აბაშიძემ მუშაობა დაიწყო გაზეთ „კომუნისტის” რედაქციასა და სახელგამში.
1945
ტიპი: ნასამართლეობა
1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.
1945
ტიპი: ნასამართლეობა
1945 წლის 5 აპრილს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილი გრიგოლ იაშვილი გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.
1945
ტიპი: განათლება
სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.
1945
ტიპი: ავტორობა
1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს გეგმების წარმატებით შესრულებისათვის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად ქრისტინე შარაშიძეს მადლობა გამოუცხადეს.
1945
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს არეთა ქიქოძემ ანიჩკა, თამარ და ქრისტინე შარაშიძეებს ოზურგეთიდან თბილისში გაუგზავნა ნინო ქიქოძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე პაპუნა წერეთელი მუშაობდა თბილისის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად.